Rus. Абсолютная (физическая) проницаемостьE. Abcolute (physical) permeability ქანის შეღწევადობა ნიშნავს მისი ფორიანობის სივრცის 100%-ით შევსებას ერთგვაროვანი ინერტული სითხით ან აირით. ყველა ქანს, მასზე წნევის ზოგჯერ ძლიერ დიდი ზემოქმედებით ახასიათებს სითხის ან აირის შეღწევადობა. ასეთ შემთსეევაში გაზომილ შეღწევადობას ეწოდება აბსოლუტური (ფიზიკური), განსხვავებით ეფექტური (სასარგებლო) შეღწევადობისგან, რომელიც წარმოადგენს ქანის თვისებას გაატაროს ბუნებრივ პირობებში აირი ან სითხე
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.