და დე დი დრ
დაბ დაკ დამ დარ დას დატ დაქ დაღ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჯ

დაკარსტულობის შეფასების მეთოდი

Rus. Метод оценки закрастованности
E. Method of evaluation of karsting
არსებობს ქანებისა და ტერიტორიის დაკარსტულობის მიახლოებითი შეფასების რამდენიმე მეთოდი: 1. შესასწავლ ტერიტორიაზე კარსტული ფორმების დათვლის მეთოდი. კარსტული ძაბრების, ტბების, მშრალი ღელეების და სხვა სახის კარსტული წარმონაქმნების რიცხვითი შეფარდება აღებული ფართობის ერთეულზე, რომელიც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა გეომორფოლოგიური ელემენტების, გეოლოგიური აგებულების ტექტონიკური სტრუქტურების გათვალისწინებით. ტერიტორიის დაკარსტულობა განისაზღვრება აგრეთვე კარსტების ფართობის ჯამური შეფარდებით დაკარსტული ქანების ფართობთან; 2. სიცარიელეების მოცულობის განსაზღვრის მეთოდი, რომელიც წყალშემცველი ჰორიზონტის დონის ბუნებრივი დაწევისა და შახტიდან წყალამოღვრისას გადმოდინებული წყლის რაოდენობის ტოლია. ეს მეთოდი გამოიყენება შესასწავლი წყლების ნაპრალიანობისა და დაკარსტულობის მხოლოდ ზედა ნაწილისათვის, რომლისთვისაც შესაძლოა მიწისქვეშა წყლების ბალანსის გამოთელა; 3. დაკარსტულობის განსაზღვრის რეგიონალურ მეთოდად გამოიყენება სეისმო და ელექტროძიების გეოფიზიკური მეთოდები; 4. ნაპრალიანობისა და დაკარსტულობის განსაზღვრა ხშირად ხდება ნაპრალებისა და სიცარიელეების გაზომვით გაშიშვლებაზე, კარიერებზე, სამთო გამონამუშევრების გვერდებზე, შლიფებზე, ბურღილის კერნებზე მათი ჯამური სიგრძის ან ნაპრალების ფართობის გამოთვლით (პროცენტებში), შეფარდებული სამთო გამონამუშევრებით გახსნილი ქანების ფართობთან ან მის მოცულობასთან; 5. გამოიყენება აგრეთვე საცდელი სამუშაოების შედეგები და დაკვირვებები მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე (ამოქაჩვა, ამოტუმბვა, ჩასხმა, დაჭირხნა და სხვ. 6. ქანის დაკარსტულობის მაჩვენებლად გამოიყენება ბურღილში გამრეცხი სითხის დაკარგვა და მისი რაოდენობა; 7. დაკარსტულობის მოცულობა შეიძლება განისაზღვროს მდინარის კალაპოტის ზოგიერთ უბანზე. მასში განვითარებული კარსტული პროცესების შედეგად დაკარგული წყლის რაოდენობით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9