მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ
მოდ მოლ მონ მოს მოქ მოც

მონიტორინგი

Rus. Мониторинг
E. Monitoring
საინჟინრო გეოლოგიაში დაკვირვებათა სისტემა, კონტროლი ტერიტორიის მდგომარეობის შესახებ, რათა რაციონალურად იქნეს გამოყენებული ბუნებრივი რესურსები და განსაზღვრული გარემოს დაცვის საკითხები. მონიტორინგის ორგანიზაციის დროს წამოიჭრება აუცილებლობა სხვადასხვა დონის მრავალი ამოცანის გადასაწყვეტად. ი. გერასიმოვმა შემოგვთავაზა მონიტორინგის სამი საფეხური: 1. პირველ საწყის საფეხურზე ძირითადი ყურადღება ექცევა გარემოს მდგომარეობასა და მის ზეგავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მონიტორინგის ეს საფეხური ეყრდნობა დაკვირვებათა სისტემის სადარაჯოებსა და სანიტარიულ - ჰიგიენურ სამსახურს; 2. მეორე საფეხურზე დაკვირვების ძირითად ობიექტად და კონტროლად გამოდიან ტერიტორიულ - ბუნებრივი, ბუნებრივ - ტექნიკური და დემოგრაფიული გეოსისტემები. მონიტორინგის ამ საფეხურებისათვის არსებითი მაჩვენებლებია ენერგომასის ცვლა, ბიოპროდუქტიულობა, მაქსიმალურად დასაშვები გაჭუჭყიანების კონცენტრაციის სიდიდე და გეოსისტემის თვითგაწმენდის უნარი. დაკვირვება უნდა მოხდეს სტაციონარების საფუძველზე, სპეციალურ, ზონალურ ან რეგიონალურ პოლიგონებსა და საყრდენ უბნებზე; 3. მესამე საფეხურის ძირითადი ამოცანაა გლობალური დაკვირვება გარემოს პარამეტრებზე, კერძოდ, ატმოსფეროს დამტვერიანებაზე, ტენიანობის მსოფლიო ბალანსზე, მსოფლიო ოკეანის გაჭუუჭყიანებაზე, სმელეთისა და ოკეანის ბიოპროდუქტების შეცვლაზე და სხვა. დაკვირვების მიზანია - ამ ცვლილებების, ასევე ადამიანის საქმიანობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. გლობალური მონიტორინგის ქსელის საფუძველი უნდა შეადგინოს ბიოსფერული პოლიგონების სისტემამ, რომელშიც უნდა ჩაერთოს ბუნებრივი ნაკრძალები, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი ზონები. მონიტორინგის სისტემის წარმატებითი ფუნქციონირება დამოკიდებულია სტაციონარული დაკვირვებისა და დისტანციური მეთოდების სრულყოფაზე, ასევე ინფორმაციის - ბანკების შექმნაზე, მათი ანალიზის სისტემაზე. მართვისა და დაგეგმარების ორგანიზაციებისადმი ინფორმაციის ოპერატიულ გადაცემაზე. ამჟამად მონიტორინგი განსაკუთრებით ეფექტურად ხორციელდება აეროკოსმოსური დაკვირვებებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9