ქა ქე ქვ ქი ქს
ქვე ქვი

ქვის ზღვა

Rus. Море каменное
E. Stone placer
ქანების მსხვილნამტვრევებიანი ქაოსური, უწესრიგო გროვა, რომელთაც უჭირავთ დიდი ფართობი და თითქმის მოკლებულია მცენარეულ საფარს. მათ წარმოებაზე არსებობს სამი შეხედულება: ყინულოვანი გამოფიტვა ნივალურ, პერიგლაციურ პირობებში, გრავიტაციული წარმოშობა (ჩამონაქცევი, ჩამონაშალი), განპირობებული ლითოლოგიური შედგენილობით კლდოვან ქანებში (მჭიდრო ამონთხეული და მეტამორფული ქანები), ნორმალური გამოფიტვის ქერქში ლოდნარევი ჰორიზონტი; 2. აკუმულაციური ფორმა, განპირობებული მყინვარული გამოფიტვით. წარმოიშობა მჭიდრო ქანების მრავალგზის გაყინვისა და გადნობის შედეგად ბრტყელ წყალგამყოფზე, რომლებიც დაჯავშნულია მდგრადი ქანებით. მსხვილი ნამტერევები და ბელტები ამოიქაჩებიან მათში შერეულ მიწიდან ზემოთ და წარმოქმნიან ბელტურ მიკრორელიეფს. კუთხური კაჭრების ვრცელი დანაგროვი ჩამოყალიბებულია ადგილზე მყინვარული გამოფიტვით ძლიერ ნაპრალოვან ქანებში, მაღალ პლატოებზე ან მთების მაღალ ბრტყელ მწვერვალებზე; 3. უხეში ელუვია და დელუვია მთების ბრტყელ მწვერვალებზე, რომელიც შედგება ბელტებისგან და მაგარი ქანების დაუკუთხავი ნამტვრევებისაგან, ზოგჯერ დაკუთხულია ან ოდნავ მომრგვალებეული წვეროებთან, ხ'შირად გვხვდება კაჭრებიც.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9