ოა ოდ ოკ ოლ ოპ ორ ოს
ოლი ოლქ

ოლისტოსტრომები, ოლისტოლიტები

Rus. Олистостромы, олистолиты
E. Olistostrome, olistolith
წყალქვეშა მეწყრული მოვლენებით წარმოქმნილი ნალექები (დანალექი მელანჟი), წარმოადგენენ მძლავრ ქაოტურად დაგროვილ დაუხარისხებელ მასალას, მოთავსებულს წვრილმარცვლოვან ფრაქციებში. დანალექი ქანების ნორმალურ ფენებში ოლისტოსტრომები გვხვდება ცალკეული ლინზების, შრეებისა და მძლავრი ჰორიზონტების სახით. მათი ლინზებისა და ჰორიზონტების სიმძლავრე მერყეობს ერთეული მეტრიდან კილომეტრამდე. ცალკეულ შემთხვევაში ოლისტოსტრომები გავრცელებულია ათეულ და ასეულ კილომეტრზე. ოლისტოსტრომები მთლიანობაში წარმოდგენილი არიან ბრექჩიებით, რომლებიც შეიცავენ უცხო ნატეხებს სანტიმეტრებიდან რამდენიმე ათეული მეტრის დიამეტრის სიდიდით, მათ ცალკეულ ლოდებს უწოდებენ ოლისტოლიტებს (Зайка - Новацкий).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9