მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მღ მყ მშ მც მწ
მეზ მეთ მელ მეო მეტ მექ მეც მეწ

მეწყერი

Rus. Оползень
E. Landslide
1. შრეებრივი ქანის ან მასის მოწყვეტა და გადაადგილება ფერდობზე, სიმძიმის ძალის გავლენით, წარმოადგენს გრავიტაციული ტიპის გადაადგილების ერთ- ერთ სახეს. ჩამოწოლილ მასას უწოდებენ მეწყრულ სხეულს, ხოლო ქანებს – ხშირად დელიაპსს. ზედაპირს, რომელზეც მეწყერი მოწყდება და გადაადგილდება ქვემოთ ეწოდება დაცურების ან გადაადგილების ზედაპირი, რომლის დაქანების მიხედვით არჩევენ: ძლიერ დამრეცი მეწყერი 5°-მდე. დამრეცი (5°–15°); ციცაბო (15°-45°); ძლიერ ციცაბო (>45°); დაცურების ზედაპირის წოლის სიღრმის მიხედვით არჩევენ შემდეგ მეწყრებს: ზედაპირულს (1 მ სიღრმემდე ჩამონაცური), მცირეს (5 მ-მდე), ღრმას (20 მ-მდე), ძალიან ღრმას (20 მ-ზე მეტი). დაცურების მიზეზებია: ქანების ფერდობზე წონასწორობის დაკარგვა, რაც გამოწვეულია: ფერდობის ძირიდან ქანების საყრდენის გამოცლით, ფიზიკური მდგომარეობის შეცვლით, ქანის სიმტკიცის შესუსტებით (ტენიანობისა და გამოფიტვის შედეგად), მიწისქვეშა წყლების ჰიდროდინამიკური და ჰიდროსტატიკური წნევების მოქმედების ან სუფოზიის განვითარების შედეგად, ხელოვნურ ნაგებობათა დატვირთვით (გეოლ. ლექსიკონი, 1978). 2. სიმძიმის ძალის მოქმედებით ქანების მასის მოძრაობა ფერდობის დახრის მიმართულებით, რომელიც მრავალ შემთხვევაში დაკავშირებულია ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებთან. 3. მეწყრული პროცესის (ჩამომეწყვრის) ქვეშ იგულისხმება ქანების ნაწილის გადაადგილება ფერდობზე, უფრო დაბალი ჰიფსომეტრიულ დონეზე, უძრავ საგნებთან კონტაქტის დაკარგვის გარეშე (Шеко. 1969). 4. მეწყერი ეწოდება ფერდობის სწრაფ დარღვევას. ამ შემთხვევაში ჩამომეწყვრა წარმოებს 15 წუთზე ნაკლებ დროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოვლენა უნდა იქნეს განხილული, როგორც ფხვიერი ან მასივის ცოცვადობა (Шейдегер).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9