აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
ატე ატმ

ატმოსფერული წნევა

Rus. Атмосферное давление
E. Atmospheric pressure
წნევა, რომელსაც ატმოსფერული ჰაერი აწარმოებს მასში მოთავსებულ საგნებზე და მიწის ზედაპირზე. სტატისტიკური წონასწორობის პირობებში ატმოსფერული წნევა ატმოსფეროს ყველა წერტილში ან დედამიწის ზედაპირზე გამოიხატება ზედნადები ჰაერის სვეტის სიმაღლის წონით. მისი საფუძველიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად ატმოსფერული წნევა კლებულობს ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური განაწილების მიხედვით. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ნაწილდება არათანაბრად და იცელება დროში. ატმოსფერული წნევის საშუალო („ნორმალური“) სიდიდე ზღვის დონეზე დაახლოებით 1013 მშ-ის (ვერცხლის წყლის სვეტის სიმაღლე 760 მშ) ტოლია; 5კმ-ის სიმაღლეზე ის ნახევრად მცირდება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9