ხა ხე ხვ ხი ხრ
ხევ

ხევი

Rus. Балка
E. Ravine
(გეოლოგიაში) გეხვდება ვაკისა და მთისწინეთის რელიეფში, ტყე-ველების და ველების ზონებში, ხასიათდება დელუვიონით დაფარული დამრეცი ფერდობებით, ძირითადი ქანები იშვიათად შიშვლდებიან; ჩვეულებრივად მშრალია ან მასში მიედინება წყლის დროებითი ნაკადი. გენერაციული თვალსაზრისით ხევი წარმოადგენს ხრამის განვითარების შემდგომ სტადიას. ის აღწევს განვითარების განსაზღვრულ ეტაპს, როცა მისი სიგრძივი პროფილი და ფერდობები იძენენ წონასწორობას, ეროზიული პროცესი დროებითი და მუდმივი წყლის ნაკადების მოქმედების შედეგად ნელდება და წყდება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9