ბა ბე ბი ბლ ბმ ბო ბრ ბუ
ბათ ბალ ბარ

ბარხანი

Rus. Бархан (ы)
E. Barkhan
უდაბნოსა და ნასევარუდაბნოს ქვიშის რელიეფის მოძრავი ბორცვები, ორიენტირებული ქარის მიმართულების განედურად, მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარსანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0.5-დან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს. ბარხანებისათვის გეგმაში დამახასიათებელია ნასევრადმთვარისებური ან ნამგლისებური მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5-)49), საქარე და ციცაბო (30-339) მყუდრო ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში“ გადადის. ქვიშით მთლიანად დაფარულ ფერდობზე, ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში, ბარხანები სხვადასხვა ფორმას იძენენ და წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე შეიძლება გადაადგილდნენ.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9