აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
ავა ავი ავტ

ავტოტროფები და ჰეტეროტროფები

Rus. Автотрофы и гетеротрофы
E. Autotroph and heterotrophs
კვების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ ორგანიზმების ძირითად ჯგუფებს: ავტოტროფებსა და ჰეტეროტროფებს. ავტოტროფები თვითონ ქმნიან აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს გარემოდან შეთვისებული არაორგანული ნივთიერებების ხარჯზე. ჰეტეროტროფული ორგანიზმები, ავტოტროფებისაგან განსსვავებით მოკლებულნი არიან არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზის უნარს. ორგანულ ნივთიერებათა სინთეზისა და ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ენერგიის მისაღებად ისინი ისეთ საკვებს იყენებენ, რომელიც ცოცხალი ან მკვდარი ორგანიზმების მზა ორგანულ ნოვთიერებებს წარმოადგენს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9