ცოცხალი ორგანიზმების ნივთიერებათა რაოდენობა გრამებში, რომელიც მოდის ხმელეთის ზედაპირზე (ჩვეულებრივ 1მ²) ან წყლის მოცულობაზე (1მ³). ბიომასის სიდიდე დამოკიდებულია ორგანიზმის სახეობრივ შედგენილობაზე, მათი ცხოვრების პირობებსა და წლის დროზე. ბიომასის გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს უბნის (ხმელეთის) ან აკვატორიის პროდუქტიულობა და განისაზღვროს ცხოველთა რეწვა და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.