ტა ტე ტი ტო ტრ ტყ
ტრა

ტრანსპორტის ზემოქმედება გარემოზე

Rus. Воздействие транспорта на окружающую среду
E. Impact of transport on environment
ტრანსპორტის უშუალო ზემოქმედება გარემოზე ხდება ხმაურის გზით, ხოლო გაჭუჭყიანება მის მიერ გამონაბოლი მავნე კომპონენტებით. ავტომობილების მიერ გამომუშავებული გაზები შეიცაეს 280-მდე მავნე ნივთიერებებს. ზოგიერთი მათგანი ხასიათდება კონცეროგენული თვისებებით. წუხილს იწვევს მსოფლიო ავტოპარკის განუწყვეტელი ზრდა: 1950 წელს ის შეადგენდა 48 მილ. ცალის, 1970 წ.- 181, 1980 წ. - 320 მილ. ცალს, ხოლო 2000 წ. - 550 მილ. ცალს. ისინი წვავენ ასობით მილიონ ტონა განუხლებად ნავთოპროდუქტებს. დასავლეთ ევროპა ხარჯავს მთელი მსოფლიო ნავთოპროდუქტების 45%-ს. გამობოლილი გაზი მიზეზია ქალაქში მჟავე ნალექებისა და ასევე რესპირატორული დაავადებების. სხვადასხვა ტრანსპორტიდან ავტომილი გამობოლავს ყველაზე ცუდ კომპონენტებს. მაგალითად, აშშ-ში 80-იანი წლების შუა პერიოდში ყველაზე მეტი გამონაბოლი მოდიოდა ნახშირბადის ოქსიდზე (წლიურად 90 მილ.ტ.), აქედან ავტოტრანსპორტზე – 66 მილ.ტ.; ზღვის ტრანსპორტზე – 1,5 მილ. ტ; ავიაციაზე – 1,0 მილ. ტ. ამჟამად ბევრი ქვეყნის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ტრანსპორტის ელექტროენერგიაზე გადაყვანისათვის, ასევე – წყალბადზე და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9