აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ ახ
ადა ადგ ადვ ადი ადს

ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე

Rus. Воздействие человека на климат
E. Human impact on climate
ა. მ. რიაბჩიკოვის მისედვით (1990 წ.) ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები შეადგენდა: გოგირდის დიოკსიდი – 190 მილ. ტონას, აზოტის ოქსიდი – 65 მილ. ტონას, ნახმირწყლების ოქსიდი – 25,5 მილ. ტონას. ქლორფტორ-ნახშირწყლები (ფრეონი) -1.4 მილ. ტ. და ა.შ. ყოველწლიურად სათბობის წევის შედეგად დამატებით ატმოსფეროში გამოიბოლება - 700 მილ. ტ. მტერისა და გაზისებური შენაერთები. ყველაფერს ამას მოყვება ანთროპოგენული გაჭუჭყიანების კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, რაც ახდენს გლობალურ გავლენას კლიმატზე და იწვევს ნეგატიურ შედეგებს: „პარნიკულ ეფექტს“, ოზონის ფენის გაქრობას, მჟავე წვიმებს და სხეა. პარნიკული გაზის კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში იწვევს კლიმატის გლობალერ დათბობას. ჰაერის საშუალო ტემპერატურამ აიწია 0,5-0,6% ინდუსტრიული პერიოდთან შედარებით, ხოლო 2000 წლისათვის მისმა ზრდამ შეადგინა -1,2%C, ხოლო 2025 წლისათვის შეიძლება გახდეს 2,5%C (ბუდკო, 1989) ბიოსფეროსათვის კლიმატის ასეთ ცვლას შეიძლება ჰქონდეს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ეკოლოგიური შედეგი.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9