საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში  უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ადგილზე შეავსებთ სარეგისტრაციო ბარათს და გადაიღებთ ფოტოს. მომსახურება უფასოა.

ეროვნული ბიბლიოთეკიდან წიგნის სახლში გატანა არ ხდება, გარდა ჰუმბოლდტის გერმანულენოვანი სამკითხველო დარბაზის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკისა. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.  

მკითხველის ბილეთი გაიცემა 14 წლის ასაკიდან. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ საბუთი. მისი არქონის შემთხვევაში, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა და ერთ–ერთი მშობლის პირადობის მოწმობა. დამატებითი შეკითხვებისთთვის მიმართეთ: მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას ტელ.: +(995 32) 297 16 58.

ეროვნული ბიბლიოთეკის  მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც  უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის დარბაზის თანამშრომელს.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 10:00-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით,  გარდა ქვეყანაში გამოცხადებლი საყოველთაო უქმე დღეებისა

გამარჯობა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველანაირი მომსახურება უფასოა. ლეპტოპის შემოტანა დაშვებულია და სამკითხველო დარბაზებში შეგიძლიათ ისარგებლოთ  WIFI-ით.

ეროვნული ბიბლიოთეკა იბარებს ბეჭდური სახით 1 ც. დისერტაციას, 2 ც. ავტორეფერატს და დისერტაციის ელექტრონულ ვერსიას CD დისკზე, სასურველია ბოლო ვერსიის PDF.

უნდა მოიტანოთ ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილებაში (ტელ.: 2 97 16 29) , გუდიაშვილის ქუჩა N5 (შემოსასვლელი ნატო ვაჩნაძის ქუჩიდან). გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და თანხმობა დისერტაციის ინტერნეტში გასაჯაროების შესახებ.