საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
სასაცილო თუ უსუსური ? პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ცდილობს
აწკყპუ-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი მაღალჩინოსანის საქმეზე, მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საგამოძიებო ვადის ერთი თვით გაგრძელების შუამდგომლობით, დღის ბოლოს მიმართავს. მოტივი, რატომაც მოითხოვა ბრალდების მხარემ საქმის გადადება, უცნობია. აწკყპუ დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, თუმცა, უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 10 თებერვალს დილის 10 საათზე იყო ჩანიშნული.
კანონის თანახმად, პროკურატურა მას შემდეგ, რაც სასამართლოს საქმის გადადების შუამდგომლობით მიმართავს, დაცვის მხარეს სამდღიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ თავისი პოზიცია წარადგინოს სასამართლოზე და მხოლოდ, ამის შემდეგ იღებს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას.
"შემიძლია, გითხრათ, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულება და სულაც 2 თვითაც რომ მოითხოვონ საქმის გადადება, მტკიცებულებას ვერ მოიპოვებენ, რადგან დანაშაული არ ჩადენილა. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ამ საქმეზე გამოძიება თითქმის 9 თვეა მიმდინარეობს და თუ რამე მტკიცებულების მოპოვება შეეძლოთ, ამის მოპოვებას ადვილად შეძლებდნენ. ბუნებრივია, რომ მტკიცებულება არა აქვთ და სამართლებლივ ჩიხში არიან", - აცხადებს აწკყპუ-სთან საუბრისას ადვოკატი ლევან სამუშია.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაცვის მხარე იქნება წინააღმდეგი ვადის გაგრძელების. მისივე განცხადებით, პროკურატურას 2014 წლის 20 ივნისიდან, როდესაც გამოძიება დაიწყო, საკმარისი ვადა ჰქონდა მტკიცებულების მოპოვების.
"ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, რომელიც პროკურატურამ გადმოგვცა, ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, შემიძლია, განვაცხადო, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ გააჩნია", - აცხადებს აწკყპუ-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.
დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა კავშირში იყოს პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობასთან, რომლის თანახმად, მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვა, შეისწავლოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის არსებული ხელშეკრულების მართლზომიერება. შესაბამისად, თორდიას უწყება ახლა არკვევს იმ საქმის მართლზომიერებას, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
"აქ მართლაც საინტერესო ვითარებაა. როგორც წესი, აუდიტის სამსახურიდან შესული მასალების საფუძველზე იწყებს პროკურატურა გამოძიებას. როდესაც პროკურატურა გამოძიება დაწყებულ საქმეზე ითხოვს აუდიტის სამსახურისგან დასკვნის დადებას, ეს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს პროკურატურას და კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ უსუსურობაზე", - აცხადებს ლევან სამუშია.

ავტორი: თამთა ქარჩავა
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010