2002 წლის 24 დეკემბერს გაიმართა გამოჩენილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა პრემიაზე წარდგენილი ნაწარმოებები.
კენჭისყრის შედეგად გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ:
1. გენო კალანდიას - პოეტური ციკლებისათვის: "ავტოგრაფები ქვაზე" და "კომპოზიციები და მაქსიმები" ("ლიტერატურული საქართველო", ჟურნალები "ცისკარი" და "რიწა", 2000-2002 წ.წ.).
2. ვლადიმერ ჭანტურიას - პუბლიცისტური წიგნისათვის "სისხლიანი დღეები სამურზაყანოში" (ნაწ. I-II).
3. ელდარ ქავშბაიას - ბოლო ორი წლის მანძილზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრებისათვის.
დამატებითი კენჭისყრის შედეგად გიორგი შარვაშიძის პრემიების სახელმწმიფო კომიტეტის წესდებით გათვალისწინებული მეოთხე პრემია კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭათ:
1. აპოლონ ჯინჯოლიას - პოეტური კრებულისათვის "თურმე ნუ იტყვი".
2. მირიან მირნელს - (გარდაცვალების შემდეგ) - წიგნისათვის "თევზების როკვა".
გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010