ძვირფასო მეგობრებო!
საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი, ქართველი მწერლები შეძრა ცნობამ დიდი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველი ხალხის ერთგული და ნაცადი მეგობრის ჰრანტ მათევოსიანის გარდაცვალების შესახებ.
ჰრანტ მათევოსიანს, დიდი სომხური მწერლობის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, მის მრავალწახნაგოვან შემოქმედებას კარგად იცნობდა ქართველი მკითხველი, რომელიც მოხიბლული იყო ამ დიდებული მწერლის ჰუმანიზმით, ფართო თვალსაწიერით, საგნებისა და მოვლენების ღრმა წვდომის უნარით, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მისი შემოქმედება, კაცთმოყვარეობის უმშვენიერესი იდეალებით გაცისკროვნებული, ღირსეულ ადგილს დაიკავებს სომხური და არა მარტო სომხური მწერლობის ისტორიაში.
საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის თავმჯდომარე
თამაზ წივწივაძე
















































































მთავარი
კონტაქტი




2010