მოგახსენებთ საკმაოდ მტკივნეულ საკითხზე, რაზედაც არსებობს 4000 ხელმოწერა. დიღმის მასივში, რობაქიძის სახელობის ამ ფართო გამზირზე გახშირებული ავტოკატასტროფები და მოქალაქეთა მანქანით გატანის ფაქტები (განსაკუთრებით მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე), წლების მანძილზე, მაცხოვრებელთა აღშფოთებას იწვევს. საყურადღებოა თვითმხილველთა მიერ ამ მონაკვეთში წლების წინ ეკლესიისა და სასაფლაოს არსებობის დაფიქსირება.
მაცხოვრებელთა აზრით, აუცილებლობას წარმოადგენს აქ ტაძრის აღდგენა, გამომდინარე აქედან, მოსახლეობა ითხოვს, ძეგლის გადატანას დიღმის ხიდთან მდებარე სკვერში. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ბავშვთა და ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის, სადაც ბავშვები დაეუფლებიან ხეზე მუშაობას, ძერწვას, ქსოვას და სხვადასხვა ნაკეთობათა დამზადების ხელოვნებას.
მოგეხსენებათ ის ფაქტი, რომ დღეს, ნებისმიერი ასაკის ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანსაღი სულიერ-ზნეობრივი საგანმანათლებლო კერები ქვეყანას არ გააჩნია, თავისუფლებისა და დემოკრატიის, დღეისათვის უმართავ, პროცესებში ჩვენი მომავალი თაობა აღმოჩნდა ქუჩაში, ყოვლად დაუცველი, უკეთეს შემთხვევაში, პორნოფილმებისა თუ გაზეთების, ტოტალიზატორების, უზნეო სატელევიზიო გადაცემების, კაზინოებისა და საროსკიპოების პირისპირ. სავალალო შედეგებიც სახეზეა: სკოლის ნებისმიერი ასაკიდან დაწყებული ნარკომანია, აზარტული თამაშობები, ზღვარსგადასული ჟარგონული მეტყველება თუ მიმართვები, მშობელთა მიმართ დაუმორჩილებლობისა და მკვლელობის ფაქტები, ყოველივე ეს უფსკრულისაკენ მიაქანებს მომავალ თაობას. განსაკუთრებული მსჯელობის თემაა გარედან თავსდატეხილი სასულიერო და ეროვნული მიმართულებით ღია თუ ფარული აგრესიები.
დიღმის მასივის მაცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ მითითებულ სკვერში ჩადგმული ტაძარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედებული ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერ-ზნეობრივი აღმზრდელობითი ცენტრის საქმიანობა მოაშორებს ქუჩას მოზარდებს და შეუქმნის მათ ზნეობრივი ცხოვრების ჯანსაღი შემოქმედების პირობებს. პრობლემებისადმი მსგავსი მიდგომა, გვჯერა, გადაარჩენს მომავალ თაობას სულიერი და ფიზიკური გადაგვარებისაგან.
ამ კეთილშობილურ საქმეში აქტიურ მორალურ და ფინანსურ დახმარებას გვპირდება სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით, მასივის სერვისული მომსახურების N 6-ე ცენტრი.
სულიერ საგანმანათლებლო - საქველმოქმედო ინსტიტუტ "გზა ჭეშმარიტებისა"-ს საინიციატივო ჯგუფის სახელით,
ელისა სამანიშვილი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010