სიმღერა
... Filia del turo Filio
Dante
... საკუთარი ძის ასულო
დანტე
მიყვარს როცა მღერის სული
ვარსკვლავებში წამოსული
რიყის ქვიდან ამოსული
მიყვარს როცა მღერის სული
აწ ბევრისთვის გარდასული
პროგრესული რეგრესული
მიყვარს როცა მღერის სული
სიყვარულით შემოსული
თქვენს რისხვებზე გულმოსული
სილამაზით სულწასული
მიყვარს როცა მღერის სული
მიყვარს როცა მღერის სული
მგლოვარე და მარტოსული
საკუთარი ძის ასული
მიყვარს მიყვარს მიყვარს სული.
მზია
მე თუ გაწყენინო,
შენ ნუ მაწყენინებ!
მე თუ დაგივიწყო,
შენ ნუ დამივიწყებ!
მე თუ გიღალატო,
შენ ნუ მიღალატებ;
(შენგან შორს! -
ქვესკნელი მინახავს)
მე თუ მიგატოვო,
შენ ნუ მიმატოვებ!
მე თუ გაგიგიჟდე,
შენ ნუ გაგიჟდები!
მე თუ მოგიკვდები,
შენ ნუ მომიკვდები!
შენ ნუ მომიკვდები!
მიყვარხარ!
მეტოქე მთები ათენში
ოქრო-ათენში ორ მთაზე ორი ტაძარი ელავს
წმინდა გიორგი დასცქერის პართენონსა და... ყველას
მაგრამ როდესაც დღე არის და ღამე არის როცა
წმინდა გიორგი პართენონს ვიცი გულიდან ლოცავს
როდესაც ღამე ანათებს და ვარსკვლავები გვათრობს
ტაძარი პართენონისა სულ სხვანაირად ნათობს
ვინა თქვა დროის კავშირი დაირღვაო და გაქრა
სხივმოიეფე პართენონს ფრჩხილსაც ვერავინ წაჰკრავს
ერთია დრო და დროებაც, მშვენიერებაც - ერთი
მშვენიერება დაიწყო როცა დაიწყო ღმერთი
არ დაწყებულა ღმერთიო, მუდამ იყოო! მჯერა!
მჯერა, ო, მჯერა, იესო, ზღვისთვალებავ და ქერავ!
















































































მთავარი
კონტაქტი




2010