მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული საქართველო
2002-12-27
პასუხი ე.წ. მიმომხილველს

"მწერლის გაზეთის" ე.წ. მიმომხილველმა შალვა ამინაშვილმა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" სერიული განხილვების დროს საქართველოს ლექტორთა კავშირის პატარა განცხადებაც მიკერძოებულად გააკრიტიკა და იმაზე მეტი დაწერა, რაც თავდაპირველ განცხადებაში ეწერა.

არამკითხე მიმომხილველი შალვა ამინაშვილი ცდილობს ვიღაცის წინაშე გააქიცინოს კუდი და მლიქვნელურად წერს:

"თქვე დალოცვილებო, ჩვენს დაბეჩავებულ ქვეყანაში სხვა ყველა პრობლემა მოგვარებულია და ეგღა დაგრჩათ მოსაგვარებელი, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ბატონი ლევანი არ უნდა ხელმძღვანელობდესო? საქმე გამოგელიათ?".

მართლა საქმეგამოლეული შალვა ამინაშვილი საკუთარი შეხედულების გამოხატვას პიროვნებასაც უკრძალავს და პარტიასაც, ლიტერატურის სფეროში დიქტატურის მომხრეა, თუმცა, ვინ ეკითხება ან დიქტატურას ან კრიტიკას.

ამ კარგ შალვას, როგორც თავის ვრცელ ოპუსებში ალაგ-ალაგ აღნიშნავს, გლეხური მეურნეობისათვის მოუკიდია ხელი. ჭკუაც უქნია. აბა, ლიტერატურის კრიტიკოსობა რა მისი საქმეა. იმასაც აღნიშნავს, რომ არ აქვს წყალი, შეშა, სინათლე. მრავალთა მსგავსად მასაც უჭირს.

თუკი ასეთ დღეშია, ამ კაი კაცს რა "ლიტერატურული საქართველოს" განხილვა-მიმოხილვა აუტყდა. უინტერესოდ იმეორებს ერთი და იმავეს და გამოქვეყნებული მასალების, თავისი აზრით, პოლიტიკური შეფერილობის კომპილაციას ახდენს.

როგორც ჩანს, კვლავ ვიღაცის წინაშე დამსახურებას ცდილობს, იქნებ რაიმე გამორჩენას გამოჰკრას ხელი.

ამ გზით აღებული ჰონორარით შალვა ვერ იცხოვრებს. ვერც ნავთს იყიდის, ვერც შეშას. ჯობია, ისევ მეურნეობას მიხედოს. მისი გაქანების კაცისგან აწი, ლიტერატურის მცოდნე, მით უმეტეს, მწერალი აღარ გამოვა.

თანაც გვინდა ვურჩიოთ, ძალიან ნუ იჩქარებს, წესიერად წაიკითხოს რაც არის დაბეჭდილი გაზეთსა თუ წიგნში, სიბოროტემ არ დააბრმავოს.

სწორედ ცუდი კითხვის შედეგია, რომ ხალხიც შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნავს, რეპლიკა თუ მცირე წერილი არის დაბეჭდილი "...მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და საქართველოს ლექტორთა კავშირის ხელმოწერითო".

მწერლობის მოძულეთა ბედზე, ღრმად ჩაფიქრებულმა შალვამ გრამატიკული კავშირი და სრულიად უმიზნოდ დასვა. ისე გამოიყვანა, თითქოს ორი ორგანიზაცია ებრძვის იმ უკან-უკან პროგრესირებულ ადამიანს, ვინც დიდ ილიასა და სულმნათ აკაკის ვერ იტანს.

აბა, დაკვირვებით წაიკითხოს შალვამ, როგორ წერია და იქნებ გაარკვიოს, რომ ეს ერთი და იგივე ორგანიზაციაა. ასევე ეცადოს, ამგვარი შეცდომა აღარ დაუშვას და თავი არ მოიჭრას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ლექტორთა კავშირი.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი