უზარმაზარია მმართველობითი რგოლების წვლილი იმაში, რომ საქართველოში დღემდე კრიზისული სიტუაციაა თითქმის ყველა სფეროში. ამას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ისიც უწყობს ხელს, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ბევრმა პიროვნებამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. იმერეთში დიდი ხანია მსჯელობენ ამ საკითხზე და კრიტიკულადაც აფასებენ ადგილებზე მომუშავე აპარატის საქმიანობას. მხარის ხელმძღვანელობა, რწმუნებული, თავის მკაცრ მოთხოვნებს #1 განკარგულებაში აყალიბებს. სწორედ ეს განკარგულება შეიძლება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მმართველობითი რგოლების საქმიანობას აქ საკმარისად არ მიიჩნევენ და თვლიან, რომ აუცილებელია სისტემური ცვლილებები ამ სფეროში.
სახელისუფლებო რგოლების სერიოზული რეფორმა იმერეთში პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებზე 2002 წლის 14 იანვარს გამოსული განკარგულების შემდეგ რეალური გახდა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი თერჯოლაში გადაიდგა, სადაც უკვე ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დაინიშნა რაიონის გამგებელი.
ამჯერად დღის წესრიგში ტყიბულის გამგებლის საკითხიც დგას.
იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის პოზიცია უცვლელია - ქალაქებში, რაიონებში მერები და გამგებლები უნდა დაინიშნოს მსურველთა მიერ წარმოდგენილი პროგრამების განხილვისა და შეფასების შემდეგ.
ამჯერად გთავაზობთ რწმუნებულის მიერ პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილებს, სადაც საუბარია სახელისუფლებო რგოლების რეფორმის მექანიზმებზე და გამოთქმულია მოსაზრებები ამ სფეროში სისტემური ცვლილებების ირგვლივ. წერილში, რომელიც ჯერ კიდევ 14 თებერვალსაა გაგზავნილი თერჯოლის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ზურაბ ბუცხრიძის დანიშვნის თაობაზეა საუბარი.
ასევე გთავაზობთ ტყიბულის თაობაზე რწმუნებულის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილს, (რომელშიც გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის იგივე პრინციპზეა საუბარი), ტყიბულში შექმნილი მდგომარეობის შემსწავლელი სამხარეო კომისიის დასკვნას და რაიონის გამგებლობის მსურველთა პროგრამებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010