მასმედიაში ძნელი გასარჩევი როდია - ვინ ვის ზურგს უკან დგას და ვინ ვისი ფავორიტია. ამისდა შესაბამისად ხდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის განდიდება თუ პირიქით - მიწასთან გასწორება. ბინძურმა ცილისწამებამ რა ტრაგედია შეიძლება გამოიწვიოს, ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობამ დაგვანახა. ამ შემზარავ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონ თემურ შაშიაშვილს გადაუხედავს რესპუბლიკური თუ ადგილობრივი პრესისათვის და მის შესახებ დაწერილი რამდენიმე დიდი ტყუილი უნახავს.
ტყუილი #1 - თეიმურაზ შაშიაშვილმა დევნილები ყრილობაზე არ გაუშვა.
ტყუილი #2 - ყრილობაზე არ გაუშვა პედაგოგები.
ტყუილი #3 - პედაგოგთა აქციის მონაწილეები ტუალეტში არ შეუშვა (?)
ტყუილი #4 - იმერეთის გუბერნატორი ძალზე მდიდარია.
ტყუილი #5 - მას ბანკში 19 ათასი ლარი აქვს, რაზედაც ბატონი თემური პასუხობს, რომ ვინც ამ თანხას იპოვის, საჩუქრად ჰქონდეს, მაგრამ თუკი შაშიაშვილის ვალს მიაგნებენ, ისინიც იმათ გაისტუმრონ.
ამ და სხვა დანარჩენი ტყუილების გამო პასუხი ჯერ-ჯერობით არავის უგია და არც ახლო მომავალშია მოსალოდნელი.
იმერეთის ენერგოკომპანიის ბუნდოვანი გადაწყვეტილებანი
იმერეთის ენერგოსისტემაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა კადრებისა.
"ენერგეტიკა იმართება თბილისიდან. ადგილზე კი ძალიან ბუნდოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ახლახანს გავიგე, რომ მათ ქელასის დირექტორად ისევ გიორგაძე დანიშნეს. მე არ მესმის რა პრინციპით არჩევენ კადრებს, მაგრამ ჭკუით დატენილი პროფესიონალი ენერგეტიკოსები დადიან უმუშევარი.
ხელმძღვანელობა სუსტია. მინისტრის სირცხვილიცაა, რომ აქ ასეთი მდგომარეობაა. სამინისტროდან მივიღეთ მითითება, რომ განთავისუფლდეს ზურაბ ნიქაბაძე - დაბალი კვალიფიკაციის გამო. ნიქაბაძე, სხვა თუ არაფერი, პროფესიონალი მაინცაა. იქ კი, სამინისტროში ქუთაისიდან გაშვებული ხალხი აფარებს თავს და პოლიტიკურ გარიგებებს აწყობენ".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010