n n n
ცენტრალური აზია. უზბეკეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა დაიხუროს ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინაც აშშ-ში, არკანზასის შტაბში მდებარეობს და რომელიც გლეხებს უწევს დახმარებას. ოფიციალური მასმედიის ინფორმაციით, ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანიზაცია "უინკოკ ინტერნეშენალი" კანონს არღვევს, რადგან ხელს უწყობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ნაცვლად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებზე იზრუნოს. რადიო თავისუფლება
n n n
კორეა. ავტორიტეტიანი სამხრეთკორეული უფლებადამცავი ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 3000-მდე ადამიანი ითვლება დაღუპულად ან დაკარგულად ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერების შედეგად. ეს ორგანიზაცია, რომელსაც უკვე არაერთხელ გაუვრცელებია სარწმუნო ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეაზე, აცხადებს, რომ მსხვერპლი და ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ფხენიანის ოფიციალური მასმედია იტყობინება. რადიო თავისუფლება
















































































მთავარი
კონტაქტი




2010