24 საათი
2006-07-27
სიღნაღში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ
სიღნაღის პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრი, წნორში მცხოვრები, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, იოსებ ჯავაშვილი, მეტსახელად "ტაკლო", დააკავა. მან სიღნაღის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებს ოთარ დიღმელაშვილსა და ილია ქუსიკაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხოფაც მიაყენა. ნარკოლოგიურ დისპანსერში ე. წ "კანონიერი ქურდის" შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ იგი "სუბუტექსის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა ზურაბ ტარყაშვილმაც. როგორც სიღნაღის საგამოძიებო განყოფილებაში აცხადებენ, იგი ავტომანქანით ზიგზაგურად მოძრაობდა, რის გამოც, პატრულმა გააჩერა. ტარყაშვილი ბრძანებას არ დაემორჩილა და რაიგანყოფილების თანამშრომლებს - გოჩა ქიტიაშვილს, იაგო კოჭლამაზაშვილს და ზურაბ გურაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზურაბ ტარყაშვილს, სასჯელის სახით, 2-ათასლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
24 საათი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010