"ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კრიმინალების მფარველი მინისტრი უპრობლემოდ დატოვა საკუთარ პოსტზე, ხოლო სიმართლის მთქმელი კი, ასევე, უპრობლემოდ გადააყენა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქვეყანაში უნდა დაიწყოს საყოველთაო, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კამპანია მკვლელების მიმართ. საზოგადოებას მოვუწოდებთ, უარი თქვან მკვლელებისთვის სალმის მიცემაზე, თანამშრომლობაზე და მომსახურებაზე.
ეს კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ მკვლელები ხელისუფლებაში იბოგინებენ.
ჩვენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს ვაღიარებთ და ამ მშვიდობიანი ფორმებით მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ არ ჩაითრიოს ქვეყანა ძმათამკვლელ ომში და დაამკვიდროს სამართალი", - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე. მასთან ერთად წერილს ხელს აწერენ "თანასწორობის ინსტიტუტის" სხვა დაპატიმრებული წევრებიც - ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 208-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით დაპატიმრებულ ირაკლი კაკაბაძეს და მის ოთხ მეგობარს 30-დღიანი პატიმრობის ვადა ორ დღეში ეწურებათ.
ინტერპრესნიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010