24 საათი
2006-07-27
არასამთავრობოები გენინსპექციას მიმართავენ
ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და პარლამენტთან გუშინწინ მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას მოითხოვენ.
როგორც "დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის" თავმჯდომარე აცხადებს, გუშინწინ მათი საპროტესტო აქცია პატრულის თანამშრომლებმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდეს. პატრულის თანამშრომლებმა მათ პლაკატები დაუხიეს, ხელები გადაუგრიხეს და ა.შ.
არასამთავრობოები პარლამენტის წინ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვანო მერაბიშვილის დატოვებას აპროტესტებდნენ.
არასამთავრობოებმა მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს სახალხო დამცველს. ანალოგიურ მიმართვას ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაუგზავნიან.
ინტერპრესნიუსი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010