მომხდართან დაკავშირებით ესპანეთში სერიოზული სკანდალი ატყდა. ბრალდებულია შვიდი პოლიციელი. პოლიციელთა დაპატიმრების ოპერაცია სამხრეთით მდებარე პროვინცია მალაგაში ჩატარდა. დაპატიმრებულია სამი პოლიციელი, ოთხი კი გირაოს წესით გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
ესპანეთის შსს-ს განცხადებით, ყოფილი თანამშრომლები არალეგალთა დროებითი დაკავების ცენტრში აწყობდნენ "ღამის ორგიებს" და მიმართავდნენ ძალადობას. მათი მსხვერპლები გახდნენ ბრაზილიის, მაროკოს, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
გაზეთ El Mundo-ს ინფორმაციით, ესპანეთის შს მინისტრმა ალფრედო პერეს რუბალკაბამ განაცხადა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელები უმკაცრესად დაისჯებიან.
პოლიციელთა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, პოლიციელები უდანაშაულოები არიან, სკანდალი დაკავებულმა არალეგალებმა სპეციალურად მოაწყვეს, რითაც მათ დეპორტაციისგან თავი დაიძვრინეს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010