"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო 2005 წლის 8 ივნისს გაუქმდა. მას შემდეგ პროფესორთა ერთი ჯგუფის მიერ "დიდი საბჭოს" სახელით სხვადასხვა თემებზე გავრცელებული მოსაზრებები უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს", - ნათქვამია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და აღარ დაბრუნდეს ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეებს სწავლისთვის ნაკლებად ეცალათ. ამისათვის საჭიროა, საზოგადოების ყველა ფენამ მოუწოდოს ამბოხებულებს, დაემორჩილონ კანონს და სასწრაფოდ დაყარონ იარაღი.
უნივერსიტეტს არაფერი აქვს საერთო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მით უფრო, ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა "წინ, საქართველო", რომელთა წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ უნივერსიტეტის ყოფილი დიდი საბჭოს მეამბოხე პროფესურასთან. მეტწილად სწორედ მსგავსი ოდიოზური პარტიების მიერ არის ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, - აცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
მედიანიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010