როგორც ცნობილია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოცდების მიმდინარეობას შარშანაც აკვირდებოდა. წელს კი მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩაერთვნენ, რომლებიც საქართველოში "ამერიკული საბჭოების" მოწვევით ჩამოვიდნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას სულ ოთხი საერთაშორისო და ორმოცდათექვსმეტი ადგილობრივი ექსპერტი აკვირდებოდა.
როგორც მონიტორინგმა ცხადყო, გასული წლის მსგავსად, ტესტირების პროცესი 14-ვე საგამოცდო ცენტრში წელსაც კარგად იყო ორგანიზებული. გამოცდების ადმინისტრირებაში მონაწილე პირები დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევდნენ თავს. გამოცდებზე არ ყოფილა სერიოზული დარღვევები და გართულებები.
"წლევანდელმა გამოცდებმა გამჭვირვალედ და წარმატებით ჩაიარა. მივესალმებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონდომებას და მოვუწოდებთ მას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ადმინისტრირების მაღალი სტანდარტი მომავალშიც შეინარჩუნოს," - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭივრვალობა - საქართველოს" განათლების პროგრამის მენეჯერმა ქემრინ ქრისტენსენმა.
გამოცდების მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმაც. "ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით აშკარაა, რომ საგამოცდო პროცესს საზოგადოება მხარს უჭერს, რაც განათლების რეფორმის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა," - განაცხადა "ამერიკული საბჭოების" წარმომადგენელმა ტოდ დრუმონდმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ სისტემასთან დაკავშირებით აბიტურიენტების, მათი მშობლებისა და ტესტირების ადმინისტრატორების გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში 2 242 აბიტურიენტი, ამდენივე მშობელი და 272 ადმინისტრატორი მონაწილეობდა. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდათ გამოცდების შესახებ. მათ აგრეთვე იმედი ჰქონდათ, რომ გამოცდების პროცესში კორუფცია არ იქნებოდა. აბიტურიენტთა 81-მა, მშობელთა და ადმინისტრატორთა 97-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ გამოცდების ახალი სისტემა ხელს უწყობს ამ სფეროში კორუფციის შემცირებას.
მედიანიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010