მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
რომელი უმალღეს სასწავლებლები ვერ გაივლიან აკრედიტაციას?

დღეს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურა ასე გამოიყურება:

საქართველოში სულ 27 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია: აქედან 18 თბილისში მდებარეობს, 3 - ქუთაისში, 2 - გორში, 1 - გარდაბანში, 2 - ბათუმში და 1 - თელავში. ამათგან 13 სახელმწიფო უნივერსიტეტია, 6 - სახელმწიფო ინსტიტუტი; 1 - კონსერვატორია (ბათუმის ფილიალთან ერთად) და 7 - სახელმწიფო აკადემია.

საქართველოში 206 კერძო უმაღლესი სასწავლებელია. აქედან ინსტიტუტია - 145; უნივერსიტეტი - 39; აკადემია - 17; უმაღლესი სკოლა - 5. რეგიონების მიხედვით ამ უმაღლესი სასწავლებლების განლაგება ასეთია: თბილისში - 140; აფხაზეთში - 5; აჭარაში - 14; კახეთში - 9; იმერეთში - 21; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3; შიდა ქართლის რეგიონში - 4; გურიის რეგიონი - 2 და სამცხე ჯავახეთის რეგიონი - 3.

საქართველოს განათლების მინისტრის, ბატონ ალექსანდრე კარტოზიას, ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს ეგიდით უნდა ჩატარდეს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ რუსუდან გორგილაძეს.

- ქალბატონო რუსუდან, დღეს საქართველოში ძნელად თუ გააკვირვებთ ვინმეს ასე მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლებით. თუმცა ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაარსება-გახსნის ბუმმა ჩაიარა და ხალხიც ნაკლებადაა დახარბებული ფარატინა დიპლომებს. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- როგორც მოგეხსენებათ 1993 წელს გამოვიდა კანონი, რომლის თანახმადაც, კერძო უმაღლესი სასწავლებლების დაარსება შესაძლებელი გახდა. იმავე წელს გაიხსნა მრავალი უმაღლესი სასწავლებელი და შემდგომ წლებში მათი რიცხვი მკვეთრად არც გაზრდილა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსახლეობის მხრიდანაც იყო მათზე მოთხოვნილება. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა უმძიმესი პერიოდი იყო ის წლები საქართველოსთვის. მშობლებიც ამჯობინებდნენ, რომ მათ შვილებს უმაღლეს, თუნდაც კერძო, სასწავლებლებში ესწავლათ და არ გამხდარიყვნენ უშუალო მონაწილენი იმ საშინელი პროცესებისა, რომლებიც მაშინ ქვეყანაში ვითარდებოდა. ე. ი. იმ პერიოდში ასე მოჭარბებულ კერძო კომერციულ სასწავლებლებზე მოთხოვნაც იყო, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა სიმრავლე ამ უმაღლესი სასწავლებლების კადრების დაკომპლექტებას უზრუნველყოფდა.

საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი მიწოდება და მოხმარებაა. აქედან გამომდინარე, დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ყურადღება ძირითადად განათლების ხარისხს ექცევა. ჩვენი მიზანია, საქართველოს განათლების სისტემის დონე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს მიუახლოვდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი. 1992-1993 წლებში, როცა კერძო უმაღლესი სასწავლებლები იქმნებოდა, შეუძლებელი იყო სათანადო ხარისხის მიღწევა - ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო. იმ პერიოდში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იქმნებოდა უმაღლესი სასწავლებლები, რაც, თავისთავად, გამორიცხავდა ხარისხს. განათლების მაღალი ხარისხი გულისხმობს ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში სათანადო ადგილის დაკავებას, ამ სივრცის ნაწილად ქცევას. განათლების სათანადო დონის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია კანონმდებლობის დახვეწა. უნდა დაიწყოს უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია. იმ სასწავლებლებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნილებებს, უნდა მიეცეთ არსებობის უფლება. ახალი კანონით, ლიცენზირების უფრო მკაცრი კრიტერიუმები დაწესდება. საჭიროა, უმაღლესი სასწავლებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვროს კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნილებებს, მაგალითად იმას, თუ რამდენი პროფესორ-მასწავლებელი უნდა იყოს, ან როგორი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა არსებობდეს სასწავლებლებში...

ერთი სიტყვით, უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხს. აკრედიტაცია ნიშნავს ნდობას და ადამიანთა იმ ჯგუფმა, რომელსაც ნდობას გამოუცხადებენ, სათანადოდ უნდა აგოს პასუხი აღებულ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე.

უმაღლეს სასწავლებელთა აკრედიტაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ყველაზე დიდი გამოცდილება ამ საქმეში აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს სისტემა თავისთავად გულისხმობს სრულ დეცენტრალიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებს კონსტიტუციაში საერთოდ არ გვხვდება სიტყვა "განათლება". ამ სისტემის დარეგულირება მთლიანად შტატების პრეროგატივაა. რაც შეეხება ევროპას, ევროპაში აკრედიტაციის პროცესი დაიწყო 12-14 წლის წინ. ომის წლების შემდგომ ევროპელები მიხვდნენ, რომ ევროპული სასწავლებლები ვერ უწევდნენ კონკურენციას ამერიკისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებს. ამან განაპირობა სათანადო რეფორმების გატარება, რამაც ევროპის საგანმანათლებლო სისტემა უფრო დეცენტრალიზებული გახადა.

ე.წ. ბოლონიის პროცესი ითვალისწინებს 2010 წლისთვის ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. როცა ვლაპარაკობთ საგანმანათლებლო სივრცეზე, ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენც შევუერთდეთ ამ სივრცეს. ნაწილობრივ ახლაც ვიმყოფებით იქ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს სივრცე უფრო სრულყოფილი გახდეს, დიდი საკანონმდებლო მუშაობაა ჩასატარებელი. ეს პროცესი უნდა დამთავრდეს სწრაფად, რათა 2010 წლისთვის ჩვენ სრულუფლებიანი წევრის სახით შეუერთდეთ ამ საგანანმანათლებლო სისტემას, ამისთვის კი აუცილებელია მათი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- დღეისთვის დაახლოებით რამდენი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში და რა დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ განათლების სამინისტროს?

- ჩვენ არ ვხურავთ უმაღლეს სასწავლებლებს, ჩვენ ვაღიარებთ ან არ ვაღიარებთ მათ. ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში 250-მდე უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებდა. მათ შორის მხოლოდ 26 - სახელმწიფო. დღეისთვის უმაღლეს სასწავლებელთა რაოდენობა დაახლოებით 190-მდე შემცირდა. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ იმას როდის ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ განახორციელოს თავისი უფლებები. რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ თვალსაზრისით? მუშაობა იმ თანმიმდევრობით უნდა მიმდინარეობდეს, როგორც ზემოთ ვთქვით. საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნა იმისათვის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა იარსებონ და სათანადო ადგილი დაიკავონ უმაღლესი განათლების სისტემაში. დღეს გვაქვს კანონი მხოლოდ განათლების შესახებ. უმაღლესი განათლების ნაწილია ის იდეაც, რომელიც საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურის და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობისა და ჩვენი ერთობლივი იდეაა - ვგულისხმობ განათლების კოდექსის შექმნის იდეას. განათლება არის უზარმაზარი სისტემა, რომელსაც აქვს განათლების სეგმენტები: სასკოლო განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება და ა. შ. ჩვენ განზრახული გვაქვს ერთიანი კოდექსის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ სეგმენტებს. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმაღლესი განათლების საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე მუშაობს. ჩვენი მთავარი პარტნიორი ამ საგანმანათლებლო საქმიანობაში გახლავთ ევროპა. იცით, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და ეს ორგანიზაციაც დიდ დახმარებას გვიწევს საგანმანათლებლო თვალსაზრისით, განსაკუთრებით, კანონმდებლობით მოწესრიგების საქმეში.

მე, პირადად, ევროსაბჭოს განათლების კომიტეტისა და უმაღლესი განათლების კომიტეტის წევრი ვარ. შარშან, აპრილში, საქართველოს განათლების მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი სტრასბურგში, სადაც ხელი მოეწერა სამუშაო გეგმას 2005 წლამდე. მათ აღგვითქვეს დახმარება, რაც გამოიკვეთება რჩევების მიცემის, ტექნიკურ დახმარებასა და ექსპერტების გამოყოფაში, რომლებიც დაგვეხმარებიან კანონის მიღებაში - ქართული რეალობის გათვალისწინებით, ამასთანავე, ეს კანონი ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან.

- ქალბატონო რუსუდან, კვლავ უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის საკითხს დავუბრუნდეთ - რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ მიმართულებით?

- მიმდინარე წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს განათლების სამინისტროში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განათლების მინისტრთა შეხვედრა. 1999 წლიდან მოყოლებული, ეს მესამე შემაჯამებელი შეხვედრაა, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარდა. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან დელეგაციების თანხლებით ჩამოსული განათლების მინისტრების ვიზიტი, ძირითადად, განპირობებული იყო საკანონმდებლო სივრცის ფაკულტეტიზაციით. ხელი მოეწერა დეკლარაციას. შეხვედრის უმთავრეს მიზანს ხარისხის შეფასების მექანიზმის შემუშავება წარმოადგენდა. ამ მექანიზმის გარეშე ნეისმიერი აკრედიტაციის პროცესის ჩატარება იქნება ზედაპირული და ყალბი. ხარისხის შეფასების სააგენტო უნდა დაარსდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ამ აკრედიტაციის პროცესი სამ საფეხურს მოიცავს: პირველ საფეხურზე ხდება უმაღელს სასწავლებლებში კითხვების გაგზავნა. ასეთი კითხვარები უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში უკვე დაგზავნილია. ეს კითხვარები მომზადებულია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მეორე ეტაპზე ხდება იმის შეფასება, რამდენად ადეკვატურად არის გაცემული კითხვებზე პასუხი. მესამე ეტაპზე ხდება შედეგების გარედან შემოწმება. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ზოგ შემთხვევაში უცხოეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ ადეკვატურობა ამ ორი მექანიზმისა - გარედან შემოწმების და შიგნიდან მოცემული თვითშეფასების. შედეგები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც უმაღლესი სასწავლებელი რა მდგომარეობაშია, რათა არჩევანის გაკეთება შეძლოს. აი, ეს სამი ძირითადი ეტაპი უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რომ ამ პროცესს დაერქვას ნორმალური სააკრედიტაციო პროცესი.

- რა კონკრეტულ შედეგებს მოუტანს აკრედიტაციის განხორციელება სტუდენტებს?

- პირველ რიგში, აკრედიტაცია საშუალებას მოგვცემს, ადგილი დავიმკვიდროთ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. აკრედიტაციაგავლილი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, აირჩიონ საგნები (ძირითად საგნებთან ერთად). თითოეული საგნის ჩაბარებისას მათ მიენიჭებათ გარკვეული ქულები და ამ ქულების რაოდენობის მიხედვით ეძლევათ საბოლოო სერთიფიკატი. ბოლონიის დეკლარაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი გახლავთ სტუდენტთა მობილურობის უზრუნველყოფა.

- მიენიჭება თუ არა აკრედიტაციაგავლილ კერძო უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს საერთაშორისო სერთიფიკატის სტატუსი?

- თუ ფასიანი სასწავლებელ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც სჭირდება ევროპას, რა თქმა უნდა, მიენიჭება. ჩვენ გვაქვს როგორც ძალიან კარგი კერძო უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ძალიან კარგი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. გვაქვს ცუდი სასწავლებლებიც. მთავარია, დავადგინოთ სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც გაერკვევა, რომელი სასწავლებელია კარგი ან ცუდი.

- რა ელის იმ სასწავლებლებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს?

- ისინი იარსებებენ, მაგრამ, არ მგონია, ვინმეს მოუნდეს იქ სწავლა...

- მაგრამ ასეთ სასწავლებლებს ლიზენციას არ მივანიჭებთ, მაგრამ მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავი დაიცვან. ჩვენი თვითმიზანი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დახურვა. ჩვენი მიზანი არის მაღლი ხარისხის უზრუნველყოფა.

- დასაქმების დროს მიენიჭებათ თუ არა უპირატესობა აკრედიტაციაგავლილ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს?

- სახელმწიფოს მიერ აღიარებული, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი იძლევა იმის განატიას, რომ ამ ადამიანს, რომელსაც ექნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი, შეეძლება სახელმწიფო სამსახურში დასაქმება, ლიზენზიის არმქონე სასწავლებლების კურსდამთავრებულებს კი ასეთი უფლება არ ექნებათ. მაგრამ თუ კერძო დამქირავებელი მიიჩნევს, რომ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი უმაღლესი სასწავლებლიდან მოდის ესა თუ ის ადამიანი, ეს მისი გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის გარეშე დარჩენილ სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, დახვეწონ საკუთარი დონე და მიიღონ აკრედიტაცია.



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი