მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
ძველი ძრავი დაიქოქა

"The Economists"

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის მესაჭის ადგილს უბრუნდებიან. ფრანკო-გერმანული მოტორი, რომელიც ევროკავშირს ამოძრავებდა, ახლა ისევ იქოქება და გაერთიანებული თუ ერთობლივი ინიციატივების მთელ სერიას გვთავაზობს. დიდი ბრიტანეთი კი, რომლის დიპლომატები წმინდა ინგლისური ლაკონურობით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ეს ინიციატივები ბატონი ბლერის მიერ მიღებულ იქნება, ისევ უკანა სავარძელში ზის.

ჟაკ შირაკსა და გერჰარდ შრიოდერს არ აქვთ ისეთი ახლობლობა, როგორიც მათ წინამორბედებს ჰქონდათ ერთმანეთთან. ჯერ კიდევ 1998 წელს, ბატონი შრიოდერის კანცლერად არჩევამდე, მომავალი კანცლერი გამომწვევად აღიზიანებდა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანკო-გერმანული დუეტის ტრიოდ გადაქცევით, ანუ საერთო ევროპულ პროცესებში დიდი ბრიტანეთისთვის ისეთივე როლის მინიჭებით, როგორსაც აქამდე საფრანგეთი თამაშობდა. 2000 წელს, ევროკავშირის ნიცის სამიტის დროს, ბატონმა შირაკმა უარყო გერმანიის მთავრობის წინადადება საარჩევნო ბარიერის გაზრდის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში და რატომღაც ძირითად არგუმენტად გერმანიის სამი აგრესია მოიყვანა საფრანგეთის წინააღმდეგ 1870-დან 1940 წლამდე. არც ის წარმოადგენს არავისთვის საიდუმლოს, რომ გერმანიაში უკანასკნელი არჩევნების დროს შირაკი ედმუნდ შტოიბერს, შრიოდერის კონსერვატორ მეტოქეს, თანაუგრძნობდა.

ახლაც შირაკი და შრიოდერი სხვადასხვაგვარად აფასებენ ევროკავშირის გაფართოებას. საფრანგეთი ამ პროცესში გერმანიის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას ხედავს. თუმცა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და ეჭვებისა, 4 დეკემბერს გამართული სადილის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა პირობა დადეს, რომ ევროკავშირის მომავალი სამიტისთვის ერთობლივ პოზიციას შეიმუშავებენ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასა და გაფაროებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გამო. სანამ ერთობლივ ინიციატივებზე ვისაუბრებდეთ, ალბათ, უპრიანია, ფრანკო-გერმანული აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ჟაკ შირაკი და გერჰარდ შრიოდერი სხვადასხვაგვარად უყურებენ ევროკავშირის ადმინისტრაციულ მოწყობას: გერმანია ფედერალიზმის პრინციპებს ემხრობა, საფრანგეთი ეროვნულ სუვერენიტეტზე წუხს; განსხვავებულია მათი მიდგომა ფერმერული საკითხებისადმი - გერმანია ყველაზე დიდი გადამხდელია, საფრანგეთი კი ევროპული კეთილდღეობის ყველაზე დიდ მიმღებად ითვლება.

არსებობს რეალური ვარაუდი იმისა, რომ, თუ საფრანგეთი და გერმანია საერთო ენას ვერ გამონახავენ და ერთობლივ მუშაობას ვერ შეძლებენ, ევროკავშირის მანქანა ტალახში ჩაეფლობა. ამის დასტურად მოვიყვანთ ჟაკ შირაკის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ ვილპენის, სიტყვებს, რომელიც მან მარსელში კოპენჰაგენის სამიტის წინ წარმოთქვა: "დიახაც, ისინი განსხვავდებიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ევროპული ინიციატივის სამსახურში ისინი მოახერხებენ, დაძლიონ წინააღმდეგობანი", - მას შეეძლო დაემატებინა: ფრანგული გავლენის ქვეშ.

პირველი შეთანხმება ოქტომბერში, ევროკავშირის ბრიუსელის სამიტის წინ მოხდა. ხანმოკლე შეხვედრა ფერმერული მეურნეობების ხარჯვით სფეროს შეეხებოდა და მისი შედეგი თეზისური სახით შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: გერმანიისთვის დამაწყნარებელი, რომელიც ერთობ შეშფოთებულია ახალი წევრების მზარდი მოთხოვნების გამო და ფრანგების უზრუნველმყოფი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფრანგული ობსტურქცია მისი ნებისმიერი გამოვლინებით. სხვათა შორის, ევროპელ ექსპერტთა უმრავლესობა ამ შეთანხმებას სტაბილურობის პაქტს უწოდებს.

შემდეგი შეთანხმება იყო ევროკავშირის საკონსტიტუციო კონვენცია თავდაცვის საკითხების შესახებ. იგი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას, მრავალეროვნული ძალების შექმნას "ინტეგრირებული სარდლობის შესაძლებლობებით", იარაღის დაგეგმარების ჰარმონიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. "ევროპული თავდაცვა", ისტორიულად და 1998 წლის სენტ-მალოს შეთანხმების მიხედვით, მარტივად რომ ვთქვათ, ფრანკო-ბრიტანული საქმეა, გერმანია კი ხარჯებს თავდაცვასა და შეიარაღებაზე მიმზანმიმართულად ამცირებს.

კოპენჰაგენის სამიტამდე ორი კვირით ადრე შედგა ფრანკო-გერმანული შეთანხმება იუსტიციისა და შინაგან საქმეებზე. იგი ითვალისწინებს ევროკავშირის საგანგებო აღმასრულებელი ოფისის შექმნას, რომლის კომპეტენციაც განისაზღვრება მიგრაციული და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურებით საგამოძიებო მოქმედებების აღსრულებისას; საგანგებო შეთანხმება მიეძღვნა საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებს...

მიუხედავად იმისა, რომ შირაკი და შრიოდერი გულუხვად და ფამილარულად ცვლიან ერთმანეთში ტუ-ს და დუ-ს, მათ ერთმანეთი დიდად არ ესიმპათიურებათ. ჟაკ შირაკს პარტნიორად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტონი ბლერი ურჩევნია. Pარის Mატცჰ-ს არ გამოჰპარვია, სიტყვიერი ვარდების როგორი თაიგული მიუძღვნა საფრანგეთის პრეზიდენტმა იმ ქვეყნის მეთაურს, რომელიც არ შედის ევროზონაში; რომელიც თითქმის არ მონაწილეობს ევროკავშირის სამთავრობოთაშორის "გარჩევებში" და სტრატეგიული გეგმებით შეერთებულ შტატებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ევროპასთან...

მაგრამ მემარჯვენე პრეზიდენტმაც და მემარცხენე კანცლერმაც მშვენივრად იციან, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტნიორის არჩევას პირადი სიმპათიები არ განაპირობებს. ჟაკ-გერჰარდის ძრავი თუხთუხებს, ახალი ევროპა მან უნდა აამოძრაოს...

ავტორი: სვეტა რეიტერი


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი