ოთახში, რომელიც განკუთვნილია საღამოებისთვის და ბალებისთვის, გამოფენილია დედოფლის 80-მდე კაბა, რომელიც ბოლო 65 წლის განმავლობაში შექმნეს ისეთმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან ნორმან ჰარტნელი, ჰარდი ემისი, იან ტომასი, ჯონ ანდერსონი. კაბები დაკომპლექტებულია ფერების მიხედვით. ექსპოზიცია იხსნება ცისფერი, ლურჯი და მწვანე ფერებით, ხოლო მთავრდება ვარდისფერით. დარბაზის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია თეთრი, კრემისფერი და ყვითელი კაბები, რომლებსაც დედოფალი ატარებდა თავის ცხოვრების სხვადასხვა დროს - საქმიან ვახშმებზე და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. სამეფო კარის დიზაინერებს დაფიქრება უხდებოდათ არა მარტო კაბის დიზაინსა და აქსესუარებზე, არამედ შეხვედრების ხასიათზეც, ქვეყნების ნაციონალურ მნიშვნელობაზე. მაგალითად, ეთიოპიაში ვიზიტის დროს მათ შეარჩიეს მწვანე ფერი, მუსულმანური ქვეყნის პატივსაცემად მათი დროშის ერთ-ერთი ფერის გამო. 1986 წელს მონარქის პირველი ვიზიტის დროს იაპონიაში შეირჩა ვარდისფერი კაბა ტიტებით, რადგან ვარდისფერი იაპონიის ნაციონალური ფერია.
ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს დედოფლის ძვირფასეულობა. გამოფენის კურატორების თქმით, რუსებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება "ვლადიმირის თიარის" ნახვა. ეს დიადემა ეკუთვნოდა რომანოვების საიმპერატორო სახლს, ხოლო რევოლუციის დროს რუსეთიდან ჩუმად გამოიტანეს ბრიტანელმა დიპლომატებმა, 1921 წელს კი მიჰყიდეს დედოფლის ბებიას, დედოფალ მერის, რომლისთვისაც დიადემას დაამატეს 15 ზურმუხტი ჰერცოგ კემბრიჯის კოლექციიდან.
გამოფენა ტრადიციულად ლონდონის ცენტრში იხსნება, მაგრამ იმის გამო, რომ 1992 წლის შემოდგომაზე ძლიერი ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დედოფლის რეზიდენცია უინძორის სასახლე, სწორედ მაშინ გადაწყდა, ასეთი დღეები აღნიშნულიყო ბუკინგემის სასახლეში. 26 ივლისიდან 24 სექტემბრამდე, ყველა მსურველს, ვინც გადაიხდის 7-დან 13 ფუნტ სტერლინგს, ექნება საშუალება ნახოს 19 სამეფო დარბაზი, მათ შორის სურათების გალერეა და მუსიკალური ოთახი. მნახველებს აგრეთვე მიეცემათ საშუალება ნახონ ხელოვნების ნიმუშების არაჩვეულებრივი კოლექცია, რომლებიც ეკუთვნის სამეფო ოჯახს. აქ არის რემბრანდტის, ვან დეიკის, რუბენსის, ვერმეერის, პუსენის, კანალეტოს, კლოდის, გეინსბეროს სურათები, აგრეთვე ქანდაკებები. გამოფენილია ასევე დედოფლის ახალი ოფიციალური პორტრეტი, რომელიც შესრულებულია მსახიობისა და მხატვრის როლფ ჰარისის მიერ. წელს იმ ოთახში, სადაც დედოფალი და პრინცი ჩარლზი აჯილდოებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, წარმოდგენილი იქნება იმ უცხოური ჯილდოების სპეციალური გამოფენა, რომლებითაც დედოფალი დაუსაჩუქრებიათ. აქ არის სხვადასხვა ქვეყნის 85-მდე ორდენი. 54 წლის მმართველობის მანძილზე დედოფალი დასაჩუქრებულია ამერიკის, იაპონიისა და რუსეთის ჯილდოებით. 2002 წელს მას გადაეცა ქართული ოქროს საწმისი, 2000 წელს - ყაზახეთის "ოქროს არწივი." წლევანდელი გამოფენა იმითაც გამოირჩევა, რომ წარმოდგენილია აუდიო-ჰიტები რუსულ ენაზე. ეს გამოიწვია რუსი ტურისტების მომრავლებამ და მათმა ინტერესმა მონარქიული ქვეყნის მიმართ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010