მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
საქართველომ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა

18 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უკრაინის სამთავრობო დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას, ხელმძღვანელობით. დელეგაციას თბილისის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ. აეროპორტში პრეზიდენტების ხანმოკლე თათბირის შემდეგ ორივე მხარის დელეგაცია კრწანისის რეზიდენციაში გაემგზავრა. უკრაინისა და საქართველოს პირველი პირები პირისპირ, დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეულ ორ შეთანხმებას. კერძოდ: პირველი - შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროს შორის მცენარეთა კარანტინის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მეორე - შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტს შორის აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმებას უკრაინის მხრიდან ხელი მოაწერა უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა, სერგეი რიჟუკმა; საქართველოს მხრიდან კი - სოფლის მეურენობის და სურსათის მინისტრმა, დავით კირვალიძემ.

როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა, დავით კირვალიძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხელშეკრულების პროექტი, დაახლოებით, ერთი წლის მანძილზე მზადდებოდა.

ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართეს, რომლის დროსაც ყურადღება გაამახვილეს ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. პრეზიდენტმა კუჩმამ განაცხადა, რომ უკრაინა უკან არ დაიხევს და ყველა ღონეს იხმარს ნატოში გასაწევრიანებლად.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ უკრაინა მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.

მომავალ წელს კი საქართველოში გაიმართება უკრაინის კულტურის დღეები. როგორც პრეზიდენტმა კუჩმამ განაცხადა, კულტურის დღეები არ შემოიფარგლება მხოლოდ კონცერტებით, არამედ იგი უფრო ღრმა შინაარსის იქნება.

საქართველოს მთავრობის წევრებმა საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტს მაღალი შეაფასება მისცეს.

უკრაინის დელეგაცია საქართველოდან 19 დეკემბერს გაემგზავრა.

ავტორი: ციცინო გაბიტაშვილი


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი