მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
გახდება თუ არა პირველი არხი საზოგადოებრივი ტელევიზია

15 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ტელევიზიის პირველი არხის განსახელმწიფოებრიობის შესახებ. ბრძანებულებას საფუძვლად დაედო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, როგორც დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, ტელევიზიის პირველი არხი ღრმა შემოქმედებით კრიზისს განიცდის.

იმის შესახებ, თუ რა სოციალური დაკვეთა უნდა შეესრულებინა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს და ახერხებდა თუ არა ამ დაკვეთის შესრულებას, გვესაუბრება სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

- თავდაპირველად პირველ არხს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ფუნქცია. ის უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს სამსახურში, მაგრამ სახელმწიფო ინტერესების სამსახური ბევრს ისე ჰქონდა წარმოდგენილი, თითქოს ტელევიზიას ხელისუფლების ინტერესები უნდა დაეცვა. ტელევიზიის პირველი არხი, მართლაც, ხელისუფლების ინტერესების დაცვის სამსახურში იდგა, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. როცა სახელმწიფო ტელევიზია ხდება ხელისუფლების ინტერესების მსახური, ის თავის ფუნქციას კარგავს. უფრო მეტიც: ასეთი ტელევიზია დაძაბულობის, უკმაყოფილების, კონფლიქტების წყაროდ იქცევა.

მე თავად ვარ ერთგვარი "რეპრესიების" მსხვერპლი - ერთ-ერთი გადაცემა, რომელშიც ხმამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრი ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ საერთოდ ამოიღო სატელევიზიო პროგრამიდან. ეს კონკრეტული ფაქტი მხოლოდ იმიტომ დავასახელე, რათა მეჩვენებინა, რომ პირველი არხი, მართლაც, ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა. დღეს ვითარება, შეიძლება ითქვას, საგრძნობლად შეიცვალა. დღევანდელი პირველი არხი ახერხებს, გამოამჟღავნოს საკუთარი ინდივიდუალობაც. თუმცა შედარებით თავისუფალ არხებად მაინც კერძო ტელევიზიები უფრო მოიაზრებიან, ვიდრე პირველი არხი. აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო ტელევიზიებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, გადაცემები საკუთარი გემოვნების მიხედვით დაგეგმონ, რესპონდენტებიც საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიონ. სახელმწიფო ტელევიზია კი ვალდებულია, გააშუქოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ქვეყანაში ხდება. მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახერხებს სახელმწიფო ტელევიზია ამ ფუნქციის შესრულებას. პირველ არხს ამ მხრივ, მართლაც, აქვს ხარვეზები.

- როგორ შეაფასებდით თქვენ, როგორც მაყურებელი, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებას? აკმაყოფილებს თუ არა მისი ფორმატი, იქ გაჟღერებული თემები, საზოგადოების მოთხოვნებს?

- მე უპირატესობას "რუსთავი-2-ს" ვანიჭებ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, როგორც პირველი არხის რეგულარული მაყურებელი. ზოგადად კი იმის თქმა შემიძლია, რომ პირველი არხის ღამის საინფორმაციო გამოშვებამ სიმწვავე დაკარგა, შედარებით ნეიტრალური და კორექტული გახდა. ინგა გრიგოლიას "ღამის მოამბე" უფრო მწვავე იყო. ბატონ ნუგზარ რუხაძის "დღის ბოლოს" კი შედარებით "დაუთოებული" და მშვიდი გადაცემაა.

- თქვენი აზრით, ეს არხის ხელმძღვანელობის დაკვეთაა(

- შესაძლოა, ეს დაკვეთაც არის. გამორიცხული არ არის, რომ ასე იმიტომ ხდება, რომ ინგა გრიგოლია და ნუგზარ რუხაძე განსხვავებული ტიპის ჟურნალისტები არიან. ფაქტია, რომ საინფორმაციო გადაცემამ დაკარგა სიმწვავე, რამაც, თავის მხრივ, მის მიმართ მაყურებლის ინტერესიც შეანელა.

- რა მიგაჩნიათ პირველი არხის განსახელმწიფოებრიობის შესახებ ბძრძანებულის გამოცემის საფუძვლად - ფინანსური პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა პირველი არხი თუ შემოქმედებითი კრიზისი, რომელსაც ეს არხი განიცდის? რამდენად კონკურენტუნარიანია, თქვენი აზრით, პირველი არხი სხვა არხებთან შედარებით?

- ჩემი აზრით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ კი არ შეარჩევს თემატიკას, არამედ სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. სახელმწიფოს ინტერესები, რა თქმა უნდა, კერძო არხებმაც უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ნაკლები დოზით - სავალდებულო მინიმუმის ფარგლებში. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, სახელმწიფო ტელევიზია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს და არავითარ შემთხვევაში - ხელისუფლების ინტერესებს. იგი უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის საქმიანობას, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების საქმიანობასაც. მაგრამ სახელმწიფო ტელევიზია არ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური ძალის რუპორად (თუნდაც - ოპოზიციურისა). ერთი სიტყვით, სახელმწიფო ტელევიზიამ აუცილებლად უნდა მოახერხოს ერთგვარი ბალანსის დამყარება.

პირველი არხის განსახელმწიფოებრიობა, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ იგი უნდა იქცეს ნამდვილ საზოგადოებრივ ტელევიზიად. გადამწყვეტი ფაქტორი ამ ტელევიზიის ფუნქციონირებისას არ უნდა იყოს ის, რომ მას სახელმწიფო დააფინანსებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოებრივი ტელევიზიის მოდელი?

- საზოგადოებრივმა ტელევიზიამ მეტ-ნაკლებად უნდა დააკმაყოფილოს ყველა მოქალაქის ინტერესი. ასეთ ტელევიზიას უნდა ეტყობოდეს, რომ იგი მასების ინტერესების რეპრეზენტატორია.

ავტორი: ლელა ღუდუშაური


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი