20 დეკემბერი (7 დეკემბერი). პარასკევი.
ხსენება წმიდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსისა (397 წ.); წმიდა მოწამე ათინოდორესი (დაახლოებით 304 წ.); ღირსი პავლე მორჩილისა.
21 დეკემბერი (8 დეკემბერი). შაბათი.
ხსენება ღირსი პატაპისა (VII ს.); წმიდა მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკოსი, ეპაფროდიტესი, კესარიოზისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I ს.); წმიდა მოწამეთა: 62 ხუცისა და 300 ერისკაცისა, აფრიკაში არიანელთაგან მომწყდართა (447 წ.); წმიდა მოწამე ანთისა რომაელისა (V ს.).
22 დეკემბერი (9 დეკემბერი). კვირა.
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლაწმიდისა ღმრთისმშობელისა;
ხსენება ანა წინასწარმეტყველისა, დედისა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 წ. ქრისტეშობამდე); წმიდა სოფრონისა, კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (VI ს.); ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებულისა (912 წ.).
23 დეკემბერი (10 დეკემბერი). ორშაბათი.
ხსენება წმიდა მოწამეთა: ერმოგენისა, მინასი და ევგრაფისა (დაახლოებით 313 წ.); წმიდა მოწამე გემელი პაფლაგონელისა (დაახლოებით 361 წ.); ღირსი თომასი (X ს.); ნეტარი იოანესი (1503 წ.) და მშობელთა მისთა: ნეტარი სტეფანესი (1446 წ.) და ნეტარი ანგელინასი - სერბეთის მთავართა.
24 დეკემბერი (11 დეკემბერი). სამშაბათი.
ხსენება ყოველთა წმიდათა წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა.
25 დეკემბერი (12 დეკემბერი). ოთხშაბათი.
ხსენება ღირსი მამისა ჩვენისა იოანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (IX ს.); წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა (დაახლოებით 348 წ.); მღვდელმოწამე ალექსანდრესი, იერუსალიმელი პატრიარქისა (251 წ.); წმიდა მოწამე სინეზისა (270-275 წ.წ.).
აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, ილია II.
26 დეკემბერი (13 დეკემბერი). ხუთშაბათი.
ხსენება მღვდელმთავრისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (1891 წ.); წმიდა მოწამეთა: ევსტრატისა, ავქსენტისა, ევგენისა, მარდარისა და ორესტისა (284 -305 წ.წ.); წმიდა მოწამე ლუკიასი (304 წ.); ღირსი არსენისა (VIII-IX ს.ს.); ღირსი ნიკოდიმისა (რუმინელისა).
















































































მთავარი
კონტაქტი




2010