მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
ვისთვისაც ძვირფასია ხალხური კულტურული მემკვიდრეობა

ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის მიერ ამირან არაბულის, ეთერ თათარაიძისა და თენგიზ მირზაშვილის ავტორობით წამოწყებული უნიკალური პროექტის - "შენდობით მომიხსენიეთ" (საფლავის ქვა და ეპიტაფია) - პირველი სტადია წარმატებით დასრულდა. მოძიებული, გამოვლენილი, გასუფთავებული და ფოტოფირზე იქნა გადაღებული რამდენიმე ასეული ძველი ქართული საფლავის ქვა - მდუმარე, თუმცა მრავლისმეტყველი ძეგლი ქართული ხალხური კულტურისა, რომლებსაც აქამდე, შეიძლება ითქვას, ხავსი, ჯაგები და მიწა ფარავდა. მალე ისინი, რამდენადაც ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და უმრავლესობა იქვე დარჩება, ბუნებრივი პროცესის შედეგად არქეოლოგიური ფენის ბინადარნი გახდებიან. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ დაიდებს ბინას საგანგებოდ მოწყობილ მუზეუმებში (რაც მომავლის საქმეა).

ცენტრს კიდევ ელის შეხვედრა და შრომატევადი სამუშაო დღემდე შეუსწავლელი რეგიონების ანალოგიურ ძეგლებთან; წინ არის ქვაში კვეთის დღემდე უჩინარი კერების მოძიება და გამოვლენა. საორიენტაციოდ შერჩეული სოფლები ჯერ კიდევ ცოცხლად ინახავს ამ დარგში დაგროვილ შემოქმედებით ტრადიციებს, ჯერ კიდევ არსებობს მათზე მოთხოვნილება, სოციალური დაკვეთა. მათმა სრულყოფილად გამოვლენამ უნდა შექმნას საერთო ქართული სურათი ხალხური ხელოვნების ამ ხელთუქმნელ დარგში.

საფლავის ქვები, რომლებიც გაფანტულია საქართველოს დაბა-სოფლებში, ხალხური შემოქმედების ორ სფეროს წარმოგვიდგენს: სახვით ხელოვნებას, ქვითხუროობის სახით და სისტყვიერებას - ეპიტაფიების სახით. გამოსახულებით და სიტყვით ეს ძეგლები მჭევრმეტყველურად ასაჩინოებენ ქართველი ხალხის ქრისტიანულ სულს, მის ზნეობრივ, გულახდილ, ჭეშმარიტად ქრისტიანულ დამოკიდებულებას სიკვდილთან, რაც არ შეიძლება, სამაგალითო არ იყოს ჩვენი თანამედროვეობისათვის, არ ააშკარავებდეს მის მატერიალისტურ, ნეკროფილურ ტენდენციებს (გადავხედოთ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების პომპეზურ სასაფლაოებს).

მიუხედავად იმისა, რომ ამ ძეგლების არსებობა, დიდი ხანია, ცნობილია ქართული მეცნიერებისათვის, აქამდე არავის უცდია ამ ფენომენის კომპლექსური შესწავლა და მისთვის ადგილის მიჩენა ხალხური სულიერ-ნივთიერი კულტურის მთლიან კონტექსტში. ცენტრი მიზნად ისახავს შემდგომ ეტაპზე ამ უნიკალური ძეგლების ამომწურავ აღნუსხვას, კლასიფიკაციას, სისტემატიზაციას, შასწავლას და ბოლოს, რაც მთავარია, მათი ფოტოების გამოცემას ცალკე წიგნად სოლიდური ალბომის სახით, რათა ეს სიმდიდრე საყოველთაოდ ცნობილი გახდეს არა მხოლოდ ქართველი საზოგადოებისათვის, არამედ მსოფლიოსთვის. ცენტრს სჯერა, რომ ამ ქვებში გამოვლენილ მაღალი რანგის ხალოვნებას შეეძლება ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე.

ცენტრის მიერ მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გაიმართა 15-20 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში და დიდძალი დამთვალიერებელი - ხალხური კულტურის თაყვანისმცემელი მიიზიდა. ამჟამად საფლავის ქვების ასზე მეტი ფერადი ფოტო და ეპიტაფია თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია გამოფენილი.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ხალხური კულტურული მემკვიდრეობა, შესაძლებლობისამებრ შეიტანოთ თქვენი წვლილი ცენტრის მიერ მეორე ეტაპზე დასახული ამოცანის განხორციელებაში, ჯერაც უცნობი საფლავის ქვების მოძიებასა და მოპოვებული ძეგლების ერთიანი კორპუსის გამოცემაში.

ცენტრის რეკვიზიტებია: საზღვაო ბანკის თბილისის ფილიალი

კოდი 203868207

ლარის ანგარიში N001360836

სავალუტო ანგარიში N001070232

გიორგი ოჩიაური

გურამ ბენაშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი

ილო ფხოველი

ზურაბ კიკნაძე

მანანა ჩიტიშვილი

ტარიელ ხარხელაური

გია ბუღაძე

ბაღათურ არაბული

ზაზა აბზიანიძე

რევაზ სირაძე

თეიმურაზ დოიაშვილი

რუსუდან ჩოლოყაშვილი

რევაზ თვარაძე

ჯემალ აჯიაშვილი

გრივერ ფარულავა



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი