პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 18 დეკემბერს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში სტუმრად მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მედიასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელს, მარიო ოტომაიერს, შეხვდა.
საუბარი სიტყვისა და პრესის შესახებ კანონპროექტის მომზადებას შეეხო. ბურჯანაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების ინიციატივით იგი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში გამოვიდა, კანონპროექტზე კი ამჟამად თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობს.
ოტომაიერის განცხადებით, ევროსაბჭო მხარს უჭერს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ჩამოყალიბებულ ზოგად პრინციპებს და აუცილებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კანონის მიღება და ამოქმედება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოესწროს. სტუმარმა აღნიშნა, რომ მომავალში მისი ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას გეგმავს, რომლის სამუშაო ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს.
ბურჯანაძის განცხადებით, პრესისა და თავისუფალი სიტყვის შესახებ კანონის მიღება პარლამენტის პრიორიტეტული საკითხია. მისივე თქმით, პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შექმნილ კანონპროექტს ერთობლივად განიხილავენ, რის შემდეგაც იგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010