ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით, გაზის შემადგენლობის შესახებ ნებისმიერი ცნობა სახელმწიფო საიდუმლოებათა რიცხვს განეკუთვნება, ამიტომ სამინისტრო უფლებამოსილი არ არის, დაასახელოს გაზის შემადგენლობა და თვისებები. იგივე განუცხადა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, იური შევჩენკომ, რუსეთის პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც წერილობითი შეკითხვით მიმართეს მინისტრს.
პარლამენტის მიერ მინისტრისთვის კითხვის გაგზავნის ინიციატორი იყო დეპუტატი სერგეი იუშენკოვი. მისი თქმით, პარლამენტმა დავალება მისცა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტებს, გაერკვიათ, რამდენად კანონიერი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ გაზის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ; აგრეთვე, რამდენად კანონიერი იყო გაზის შემადგენლობის გასაიდუმლოება. ამ დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის კომიტეტმა მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, რომლისგანაც ზემოთ აღნიშნული პასუხი მიიღო. უსაფრთხოების კომიტეტს კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010