ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1993 წლის შემდეგ პირველად განაახლა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის შესახებ, თუ მის წინააღმდეგ გამოიყენებენ ბირთვულ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს. განახლებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკა, საპასუხო ზომის სახით, თავად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ექსპერტთა აზრით, დოკუმენტის განახლებული ვარიანტი მიზნად ისახავს მოსალოდნელი მოწინაღმდეგეების დაშინებას.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, სპარსეთის ყურის კონფლიქტის დაწყებამდე ჯორჯ ბუშმა (მამამ) სადამ ჰუსეინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც, ზემოთ დასახელებული დოკუმენტების მსგავსად, საუბარი იყო ამერიკის მზადყოფნაზე, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. სხვათა შორის, ბაღდადმა, სწორედ, ამ წერილის გამო თქვა უარი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010