პირველი ფილმი საქართველოს განმანათლებლის, ნინო კაბადოკიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, რომელიც საქრთველოს გასაქრისტიანებლად ვაზის ჯვრით ხელში IV საუკუნეში შემოვიდა. მეორე ფილმი XVI საუკუნეში მოღვაწე ქრისტიანობისთვის წამებულ ქეთევან დედოფალს დაეთმობა.
"მისი უწმინდესობა დაინტერესდა, თუ ვის მოწვევას ვაპირებდი მთავარ როლებზე. ამ მიზნით საბერძნეთში გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ უწმიდესმა მთხოვა როლის შემსრულებლები ქართულ სოფლებში მომეძებნა. გადავწყვიტე ეს რჩევა მივიღო", - განაცხადა ნუგზარ შარიამ. გადაღებები იმ ისტორიულ ადგილებში ჩატარდება, სადაც წმინდანები თავიანთი მოღვაწეობის განმავლობაში იმყოფებოდნენ - მცხეთაში, არმაზში, სვეტიცხოველსა და კაპადოკიაში. რეჟისორი იმედოვნებს, რომ კინემატოგრაფიასა და მართლმადიდებლურ ესთეტიკას ერთიმეორეს წარმატებით შეუთავსებს.
ნუგზარ შარია 35 წლის განმავლობაში აშშ-ში იყო ემიგრირებული. იგი სამშობლოში წელს დაბრუნდა. ჯი-ეიჩ-ენი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010