ქალბატონმა ბლერმა ბრისტოლში ორი ბინა შეიძინა, რაშიც მას დაეხმარა ავსტრალიელი საქმოსანი პიტერ ფოსტერი - ცნობილი თაღლითი კრიმინალური წარსულით. როგორც ამბობენ, ლეიბორისტებმა იზრუნეს, რომ პიტერ ფოსტერის დეპორტაცია დაეჩქარებინათ და სკანდალი მიეჩქმალათ.
გადასცემენ თუ არა ზაკაევს მოსკოვს
დამკვირვებლების აზრით, ახმედ ზაკაევის მოსკოვისთვის გადაცემა სათუოა. მიუხედავად ტონი ბლერისა და ვლადიმერ პუტინის თბილი ურთიერთდამოკიდებულებისა, მასხადოვს ლონდონი არ გაწირავს.
დიდი ბრიტანეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი ტონი ბლერი დიდ ინტერესს არ იჩენს იმ სასამართლო პროცესისადმი, რომელმაც ზაკაევის ექსტრადიციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ცნობილია ისიც, რომ ბრიტანული სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია და ტონი ბლერის აზრს ექსტრადიციის საკითხისადმი მოსამართლე ტიმოთი უორკმანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ბლერისა და პუტინის ურთიერთობის დაძაბვას, შესაძლოა, ეს სულაც არ მოხდეს. "მე ასეთი სამუშაო მაქვს - უნდა ვიმეგობრო პუტინთან", - განაცხადა ერთხელ ტონი ბლერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლონდონი აშშ-ს ერთგული პარტნიორია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში (ისევე, როგორც რუსეთი), ძნელი სათქმელია, გაწირავს თუ არა ლონდონი საკუთარ ანტიტერორისტულ იმიჯს ზაკაევისთვის.
ზაკაევის ექსტრადიციის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში კრემლი, ალბათ, ლონდონის მიმართ უარყოფით შეფასებას არ დაიშურებს. კრემლი, რა თქმა უნდა, ისაუბრებს დასავლეთის "ორმაგ სტანდარტებზეც", გაიხსენებს ბინ ლადენსაც, რომელსაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არაფრით ჩამოუვარდებიან მასხადოვი და ზაკაევი.
ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთს მისცემს საუკეთესო შანსს, კარგად ევაჭროს დასავლეთს ერაყთან ახალ კრედიტებთან, ძველი ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზაკაევზე ნადირობა, მისი დევნა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში რუსეთს, ალბათ, შურისძიების გრძნობასაც უკმაყოფილებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010