საქართველოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო ვალდებულებები წლეულს 10 თვეში 60.196.000 ლარით გაიზარდა. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აქედან დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში გაზრდილია 9.253.000 ლარით, ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში - 50.942.000 ლარით.
საანალიზო პერიოდში მიმდინარე ანგარიშგების მოცულობა მთლიანად 3.235.000 ლარით შემცირდა, იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტები - 6.804.000 ლარით, ფიზიკური პირების ანაბრებმა კი 70.235.000 ლარით მოიმატა.
საქართველოს კომერციული ბანკების სადეპოზიტო ვალდებულებების მაჩვენებელი 1-ლი ნოემბრისათვის წლის დასაწყისის მონაცემებთან შედარებით 48.257.000 ლარით გაიზარდა, დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში - 14.035.000 ლარით, ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში - 34. 221.000 ლარით.
ათ თვეში მიმდინარე ანგარიშების მოცულობა მთლიანად 10.641.000 ლარით შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტები 8.108.000 ლარით გაიზარდა. ფიზიკური პირების ანაბრებმა კი 50.791.000 ლარით მოიმატა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010