მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
აფხაზები ქართველ პატიმრებს პოლიტიკაზე წერას უკრძალავენ

ტყვეთა გაცვლისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო კომისიების მოლაპარაკებები სამი ქართველი პატიმრის - ჩოლოგუას, ჩხეტიანისა და მამასახლისის გათავისუფლების შესახებ, ფაქტობრივად, ჩიხში მოექცა. სეპარატისტებმა ყველა შეთავაზებულ ვარიანტზე სასტიკი უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ პატიმრებს მხოლოდ პატიმრებში გაცვლიდნენ. ქართულ მხარეს კი გასაცვლელი აფხაზი პატიმრები არ ჰყავს.

ჯოლოგუა, მამასახლისი და ჩხეტიანი სეპარატისტებმა შარშან კოდორის ხეობაში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს აიყვანეს მძევლად. წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ აფხაზებმა ჯოლოგუას სამუდამო, ხოლო მამასახლისსა და ჩხეტიანს 12-13 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროებით შეწყდა. ისინი სოხუმის ყველაზე დიდი სისასტიკით ცნობილ ე. წ. გრანდის ციხეში იმყოფებიან. მათ ნახვას ოჯახის წევრები წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დროდადრო ახერხებენ.

პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სეპარატისტები მათ წერილის დაწერის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ წერილში არაფერი იქნება ნათქვამი პოლიტიკაზე.

ტყვეთა გაცვლისა და უგზო-უკვლოდ დაკარგვის მოძიების ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო კომისიები 10 იანვრიდან გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ბაბუშერიდან 33 ქართველი მეომრის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით.



კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი