ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში (ნატო-საქართველო) ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით დონდუა.
საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციაც გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამჟამად კოდორის ხეობაში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ სამშვიდობო კურსს და კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ქართული მხარის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არსებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარების შესახებ. ოცწუთიანი გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსადმი, ასევე პირადად პრემიერ-მინისტრის ძალისხმევისადმი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა გამოხატეს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ნატო-ს წევრი ქვეყნების მყარი მხარდაჭერა, რაც რეალურს ხდის საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პერსპექტივას.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა: "ჩვენ და ნატო მზად ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის. დღის წესრიგში კონკრეტულად ერთი საკითხია, როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მალე."
თავის მხრივ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის საკითხი სავარაუდოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც სექტემბერში აშშ-ში გაიმართება.
24 საათი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010