საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ქართული ჩაი ექსპორტირებული პროდუქციის ნუსხაში მეცამეტე ადგილს იკავებს, თუმცა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ეს პროდუქტი ექსპორტში ლიდერობდა და მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარი ჰქონდა ათვისებული. დღეს ჩაის წარმოების ინდუსტრია საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. 15 წლის წინ საქართველოდან ექსპორტზე 100 ათასი ტონა ჩაი გადიოდა. მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნებს შორის საქართველოს, ინდოეთის, ჩინეთის და თურქეთის შემდეგ, მეოთხე ადგილი ეკავა. მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ საბჭოთა კავშირის ბაზრები დაიკარგა. ამან გამოიწვია წარმოების შემცირება და, შესაბამისად, ექსპორტიც შემცირდა. ახლა ექსპორტის მაჩვენებელი წელიწადში მხოლოდ 5-6 ტონას აღწევს.
მცირე ექსპორტის და მაღალი ხარისხის მიუხედავად, ქართულმა ჩაიმ ადგილობრივ ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი ბაზარი უხარისხო პროდუქციითაა გაჯერებული. "შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია. ეს არის საღებავი და წყალი, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია.
ახლა ჩაის პლანტაციები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონშია შემორჩენილი.
პროდუქცია ხარისხიანია, მაგრამ მოპოვების მაჩვენებელი - დაბალი. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ყველა რეგიონში მხოლოდ 20-25 ათასი ტონა ჩაი იკრიფება, რაც ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით, პრაქტიკულად, უმნიშვნელოა. 15 წლის წინ 600 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი იკრიფებოდა.
ექსპერტების შეფასებით, დარგის დეგრადაციის მიუხედავად, მეჩაიეობის განვითარების პოტენციალი კვლავაც არსებობს. ეს არის დარგი, სადაც შეიძლება ათიათასობით ადამიანი დასაქმდეს. ჩაის ბუჩქს აქვს, ასევე, ეკოლოგიური ფუნქცია. კომპაქტურად განლაგებული პლანტაციები მეწყერსაშიში ზონების წარმოქმნას უშლის ხელს.
როგორ დავკარგეთ და დავიბრუნეთ ბაზარი
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მეჩაიეობის დარგის გაჩანაგება არასწორმა პრივატიზაციამ განაპირობა. ჩაის ფაბრიკები, ფაქტობრივად, ჩალის ფასად გაიყიდა, შემდეგ კი - ჯართად. ახლა მხოლოდ ათი ფაბრიკა მუშაობს და ამდენივე სააქციო საზოგადოება ფუნქციონირებს.
საგულისხმოა, რომ დსთ-ს ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის მიუხედავად, ქართულ ჩაიზე მოთხოვნა წლების შემდეგ მაინც გაჩნდა. არსებული ვაკუუმი ბაზარზე ინდოეთიდან, ცეილონიდან და ჩინეთიდან ექსპორტირებულმა უფრო მაღალი ხარისხის ჩაიმ ვერ შეავსო. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული ჩაის 20 პროცენტის ექსპორტი ხდებოდა. თუმცა მინერალურ წყლებსა და ღვინოზე განხორციელებული ცნობილი ემბარგოს შემდეგ ეს ბაზარი ამ პროდუქტისთვისაც დაიხურა. რუსეთში ჩაის შეტანა სასმელების ემბარგომდე ერთი თვით ადრე აიკრძალა. ქართულმა ჩაიმ ეტაპობრივად დაიბრუნა შუა აზიის ბაზარი - თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ქართული ჩაი იყიდება პოლონეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
მცირე ექსპორტის და მაღალი ხარისხის მიუხედავად, ქართულმა ჩაიმ ადგილობრივ ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი ბაზარი უხარისხო პროდუქციითაა გაჯერებული. "შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია. ეს არის საღებავი და წყალი, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია. პარალელურად კი ხელს უშლის დარგის განვითარებას," - განუცხადა "24 საათს" საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ. ექსპერტული გათვლებით, ქართული ჩაი ერთჯერად პარკუჭებში რომ დაამზადონ და ისე გამოუშვან, ერთი კილოგრამის ფასი 11-14 ლარია. იმპორტირებული ერთი კილოგრამი ჩაი კი 40 ცენტად არის შემოტანილი. "ეს ან კონტრაბანდაა ან ფალსიფიკაცია. როცა ქართულმა კომპანიებმა ჩაის ფასი დასწიეს, იმპორტული ჩაიც გაიაფდა. ჩაის ადგილობრივ ბაზარზე გასაღება კომპანია "მარტინ ბაუერმა" და "ყაზბეგმა" სცადა, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლო, რადგან ფასთა სხვაობა საკმაოდ დიდი იყო.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქართული ჩაისკენ მოიხედა. პრეზიდენტი შეხვდა მეწარმეებს, პარლამენტმა კი მიიღო დადაგენილება, რომ 1 ოქტომბრამდე ხელისუფლებამ ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ სტრატეგია უნდა წარმოადგინოს. ექსპერტების შეფასებით, უნდა მოხდეს ჩაის ფაბრიკების გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიური ხაზების დანერგვა, სახელმწიფომ ბიზნესში უნდა ჩადოს თანხა. მცირე სუბსიდიის განხორციელებით ხარისხიანი პროდუქციის წარმოება უზრუნველყოფილი იქნება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010