24 საათი
2006-07-27
"თბილღვინო"-ს პროდუქცია ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს
ლონდონში გამართულ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე "თბილღვინოს" "განსაკუთრებული მარაგის საფერავი" ვერცხლის, ხოლო "განსაკუთრებული მარაგის წინანდალი" ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. პრაიმ-ნიუსს ბიზნესს კომპანია "თბილღვინოდან" აცნობეს, რომ ლონდონში გამართულ International Wines and Spirits Competition-ზე "თბილღვინო"-ს 2002 წლის მოსავლის "განსაკუთრებული მარაგის საფერავმა" სპეციალური ვერცხლის მედალი "Silver Best in Class" მიიღო. "ღრმა, ზედაპირამდე მუქი მეწამული. მოცხარის სურნელის, მკვეთრად გამოხატული მუხის და მოტკბო არომატი. სრული, ძლიერი კენკროვანი სტრუქტურა და ცოცხალი მჟავიანობა. მოქნილი ტანინების ოდენობა, გრძელი დასასრული, რომელშიც მთავარ როლს მუხა თამაშობს ხილთან ერთად," - ასე დაახასიათა კონკურსის პროფესიონალმა და მკაცრმა ჟიურიმ "განსაკუთრებული მარაგის საფერავი". მათივე ინფორმაციით, "თბილღვინოს" ახალი ბრენდის "განსაკუთრებული მარაგის - Special Reserve" ღვინოები, განსაკუთრებულ პროცესში და თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ყურძენი ამ კატეგორიის ღვინისთვის, სპეციალურად ირჩევა და იკრიფება. დაწურვის შემდეგ ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში სახეობების მიხედვით 9, 12 ან 20 თვის განმავლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით ღვინდება, განიცდის დაძველებას და მხოლოდ ამ პერიოდის გავლის შემდეგ ხდება მისი მოთავსება ბოთლებში და ღვინის გურმანებზე მიწოდება. IWSC საკმაოდ რთული და ხანგრძლივი კონკურსია, რომელიც 1969 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მაისში შეტანილი განაცხადის შემდეგ, მსოფლიოს 74 ქვეყნის 10 000-მდე (ათი ათასამდე) სახეობის ღვინოები 3 თვის განმავლობაში ორსაფეხურიან შემოწმებას გადის გემოვნური და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით. ამიტომ მასში გამარჯვება განსაკუთრებით პატივსაცემი და მნიშვნელოვანია, - აცხადებენ "თბილღვინოში". პრაიმ-ნიუს ბიზნესი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010