24 საათი
2006-07-27
2007 წლიდან სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებას წყვეტს
2007 წლიდან, სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგეტიკის სექტორის სუბსიდირება შეწყდება. როგორც გუშინ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა განუცხადა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისთვის სუბსიდია აღარ გამოიყოფა და ინვესტორები კაპიტალდაბანდებებს თავად განახორციელებენ. "ჩვენ ველით კომპანიებს, რომლებიც თბო, ჰიდრო და ელექტროსადგურების მშენებლობაში ინვესტიციებს ინდივიდუალურად განახორციელებენ. მათი ელექტროენერგიის გაყიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა კანონით იქნება გარანტირებული. გამანაწილებელ კომპანიებს დაევალებათ, რომ ელექტროენერგიის შეძენის წლიურ ბალანსში 32% იყოს ახალი ჰესების და თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია," - განაცხადა ხეთაგურმა. 2006 წელს, ენერგოსექტორის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 259,7 მილიონი ლარი და დონორების მიერ - 50, 6 მილიონი ლარი. 2005 წელს, ამ სექტორისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 208,7 მილიონი ლარი, ხოლო დონორების დაფინანსება 28, 9 მილიონ ლარს ითვალისწინებდა. ინტერპრესნიუსი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010