24 საათი
2006-07-27
38 ინვესტორი საქართველოში მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობით დაინტერესდა
38 ინვესტორი კომპანია საქართველოში მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობით დაინტერესდა. როგორც გუშინ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოპოლიტიკის და საერთაშორისო იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მიშა ანთაძემ განუცხადა, ამ კომპანიების უმრავლესობა მსოფლიოში ცნობილი და სახელმოხვეჭილია და რომელიმე მათგანი ჰესის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს. 30 მცირე ზომის ჰესის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის შემდეგ კონკურსი ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. ანთაძის თქმით, კონკურსი 30-მდე მცირე ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 510 მეგავატია. თითოეული ჰესის სიმძლავრე, მაქსიმუმ, 20 მეგავატი იქნება. ენერგეტიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მშენებლობას მაქსიმუმ სამი-სამნახევარი წელიწადი დასჭირდება. ანთაძის თქმით, კონკურსის პირობები ჰესების მშენებლობისას სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას არ ითვალისწინებს. საინვესტიციო პროექტებში კაპიტალდაბანდებები მთლიანად ინვესტორმა უნდა განახორციელოს. ინტერპრესნიუსი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010