24 საათი
2006-07-27
"თბოელექტროცენტრალი" აუქციონის წესით ხვალ გაიყიდება
დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ს/ს "თბოელექტროცენტრალს" აუქციონზე გამოიტანს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის განცხადებები საპრივატიზაციო ობიექტის შესასყიდად არავის შეუტანია. "განცხადებები აუქციონში მონაწილეობის მსურველებს, ჩვეულებრივ, ბოლო დღეს შემოაქვთ. თუმცა, თუ სურვილი "თეცის" საყიდლად არავინ გამოთქვა, აუქციონი გადაიდება," - განაცხადეს სამინისტროში. "თეცის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა 8,4 პროცენტი 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ობიექტის საწესდებო კაპიტალი 1 მილიონ 595 ათას 244 აშშ. დოლარია, აუქციონზე 134 ათას ჩვეულებრივ აქციას გამოიტანენ. 1 აქციის ნომინალური ღირებულება 1 დოლარს შეადგენს. ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010