24 საათი
2006-07-27
"შაჰ-დენიზის" გაზის ტრანსპორტირება დროებით შეფერხდა
თურქულმა სახელმწიფო კომპანიამ "ბოტასი" ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ვერ შეძლებს, 2006 წლის მესამე კვარტლისთვის "შაჰ-დენიზის" გაზი მიიღოს. "შაჰ-დენიზის" ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის ბი-პი-აზერბაიჯანის პრეზიდენტის დევიდ ვუდვორდის ინფორმაციით, "ბოტასმა" გამოარკვია, რომ ნავთობსადენის თურქული მხარე (საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ქალაქ ერზრუმამდე) მზად არ იქნება 2006 წლის ნოემბრამდე. ნავთობის ექსპორტი კი უფრო მოგვიანებით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ "შაჰ-დენიზიდან" მომავალი წლიდან 1,24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. აქედან აზერბაიჯანი 670 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საქართველო - 60 მილიონ კუბურ მეტრს, თურქეთი კი - 470 მილიონ კუბურ მეტრს. ჯი-ეიჩ-ენი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010